ძნელია ადამიანობა,ძნელია სულ ისე იარო რომ არ წაიქცე.არასოდეს დაკარგო რწმენა ,გჯეროდეს სამართლიანობის,სიკეთის და სიყვარულის.ხანდახან ეკალსაც გაკრავ მხარს,ხანდახან ხავსს მოეჭიდები,მაგრამ არ შეჩერდე.ადამიანი სწორედ იმით ფასდება,თუ რამდენად ღირსეულად გადაიტანს განსაცდელს.ზოგჯელ გული ცრემლად უნდა დაიღვაროს,რომ მიხვდე ღიმილი რამხელა ბედნიერებაა.აღმართი გაჭირვებით უნდა აიარო,რომ იმასაც მიხვდე რას ნიშნავს მწვერვალზე დგომა.ხანდახან უნდა წაიქცე კიდეც,რომ ადგომის ფასი გაიგო.სხვანაირად ვერ იქცევი ადამიანად.