პირველი თვე ვერაფერსაც ვერ გაიგებ, მეორე თვე-რაღაც ახლის მოლოდინი, მესამე თვე - მოლოდინის გამართლება მეოთხეში ფეხებს გირტყამს მომლოდინე. მეხუთე თვეს უფრო მკაცრად გეჩხუბება, ხან იცინის, ხან კი ვერას გაგებინებს, მეექვსე თვე - უფრო ჭარბი სიხარული მოლოდინი შენი და იმ მომლოდინეს ფორიაქი, მეშვიდეში დრო ვერ გადის, ანდა გადის კუს ნაბიჯით, გულს გითრთოლებს, მერვე თვეა - უფრო მეტად შეიგრძნობ და ის ლოდინის მხოლოდ ერთ თვეს დაგიტოვებს. ნელა გადის, ელოდები მის თბილ ხელებს, პირველ ტირილს პირველ სიცილს და მის თვალებს, მეცხრე თვეში აგისრულებს შენს ოცნებას და შენს მკერდზე დაიძინებს “მომლოდინე“.
24 იანვარს 44 წელი შესრულდება იმ ავად სახსენებელი ავტო კატასტროფიდან, როცა ჩემი დეიდაშვილები:ეთერი, ზამირა და ტრისტან ფრუიძეები, ბიძები ვალიკო ფრუიძე და გივი ქობულაძე, ბიცოლები რიმა ჩაკვეტაძე და პინა ფრუიძე დაიღუპნენ............. მოურჩენელი იარაა ეს მთელი ნათესაობისათვის..........ისინი ისევ გვტკივა.........ღმერთს ვთხოვ მათი სულების სასუფეველში დამკვიდრებას........ნათელი მათ საფლავებს ........ვინც მოიგონოთ და შეგებრალოთ ისინი და მათი ნათესაობა გაიხარეთ............ვინც იცნობდით მწამს თითო სანთელს ყველა დაუნთებთ მათ სულის საცხონებლად.........მეტით ვერაფრით დავეხმარებით და ჩვენც ვალმოხდილი ვიქნებით მათი ხსოვნის წინაშე..........მაპატიეთ ,,ჩემი ტკივილი'' თავს თუ მოგახვიეთ.....................