ზოგი ფიქრობს მხოლოდ მატერიალურზე, ზოგი - სულიერზე. ჩემი აზრით, ყველაზე მეტად კაცობრიობას აკლია სიმშვიდე.
გეძლევათ ყველას ლოცვა-კურთხევა, შეინარჩუნოთ სიმშვიდე თქვენს გულებში, თქვენს სულებში, ეს ყველაზე მეტად აკლია კაცობრიობას.
შევთხოვ უფალს, მოგვცეს სიმშვიდე.
სიმშვიდე თუ იქნება, უფალი ჩვენთან იქნება. ამიტომ, მიმართავდა მოციქულებს უფალი ყოველი შეხვედრისას "მშვიდობა თქვენთანა".
როდესაც ადამიანში ღვთის მშვიდობაა, მასში სიყვარული და სიხარულია.
სიხარული მოდის იმ ადამიანის გულში, რომელსაც უყვარს სხვა ადამიანი, წამს და უყვარს უფალი. ამიტომ, ეცადეთ, სიმშვიდე იყოს თქვენს სახლებში.
გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ხმამაღალი სიტყვით არ ისაუბროთ თქვენს სახლებში
ეს წესი ყველამ უნდა დანერგოს და თუ ვინმე ხმამაღ