ჰო, ნაოჭებიც გვიხდება ქალებს,
რადგან ეს წლების საჩუქარია....
ხან თუ ცრემლები გვინამავს თვალებს,
წლების კი არა,გულის ბრალია.....
გული, რომელიც ზღვა სითბოს იტევს....
გული, რომელიც ყველასთვის ზრუნავს....
მერე რა, თუ კი წელი, წელს მისდევს,
ბედის ბორბალი ყველასთვის ბრუნავს.....
ვუმზერ სარკეში ნაოჭთა ბადეს,
რასაც ღიმილიც ვეღარ მაცილებს....
მე ჩემი ტვირთი ჩრდილივით დამდევს
და არაფერი აღარ მაშინებს!....