დედა ბავშვობაში მინდა,
იქ მაქვს ყველაფერი წმინდა,
მაშინ სხვანაირად ქუხდა,
მაშინ სხვანაირად წვიმდა.
კოკორს ამოხეთქილს ბარში,
მარად ყვავილობა მსურდა.
გრძნობებს ხალასსა და გულწრფელს,
ფიქრი არასოდეს ღლიდა,
მაშინ ოცნებათა ზღვაში,
ჩემი იალქანიც ქროდა.
დედა ბავშვობაში მინდა,
იქ მაქვს ყველაფერი წმინდა,
იქ მაქვს ოცნება და ტაში,
ძლიერ რომ მხიბლავდა მაშინ.
ბრძოლა გამარჯვების ჟინით,
სულ რომ მთავრდებოდა ლხინით,
ჩემი რაპირა და დაშნა ,
მხოლოდ მოგონებად დამრჩა.
ისე გადავეშვი მასში ,
სულ მთლად ამაჟრჟოლა ტანში.
რატომ დაგიჩემე ნეტავ,
რატომ გავიტეხე ძილი,
როცა აღარ მძინავს მარტო,
აქ მყავს ქმარიცა და შვილიც.
მაშინ მახსენდები როცა,
ცრემლი მეძალება ხმაში,
ახლოს მოდიხარ და მათბობ,
მერე მაცინებ და მართობ.
მგონი ჭაღა
ქართველო, დადექ ქართველთან!
მე მკერდში მიცემს მამული და სიცოცხლით ვარ დაჭრილი,
სული მაქვს ამოშანთული წიწამურით და აპრილით,
მკლავდნენ მარტყოფში, კრწანისში, რა ცეცხლში აღარმივლია,
გული კი მისას არიშლის, გადავრჩი ცოტნედ, ილიად.
ჰაი, დედასა, ქართველო, შე შესაშურად ჭკვიანო,
თუნდაც ტყვიებით გაგთელონ, მაინც არწივი გქვიანო!
ციხე თუ ზოგჯერშიგნიდან ტყდება, მტერო, ნუ გიხარის,
ვერშემარიგებ სიკვდილთან, ვარგორგასალის ჯილაგის!ქართველო, დადექ ქართველთან და ვეღარ დაგძლევს ვერავინ,
კვალი დატოვა სანთლებად, დღესაც ქრის ტატოს მერანი.
ღმერთო, მომადლე ჩემს მამულს მისივე ღირსი ვარდობა,
კვლავაც გეღირსოს, ლუხუმო, “ლაშარის გორზე შადგომა”!