"მე მაპატიე, თუ არ მიჭირს უკვე უშენოდ.
თუ ყოველ დილით ცოცხალი ვარ, რომ აღარ ვგლოვობ.
მე მაპატიე, თუ ჩემს თავში უკვე ვუშვებ, რომ
გაუთავებელ ტკივილებსაც ჰქონიათ ბოლო...
მე მაპატიე, ხელაღებით რომ შენი წასვლა
გადავიტანე, ვუმკურნალე სულში იარებს,
მე მაპატიე, თუ დავბრუნდი საკუთარ თავთან,
თუ ამ თვეებმაც უცრემლებოდ გადაიარეს.
მე მაპატიე, რომ გაქცევა ვერ გაპატიე,
რომ ნება დაგრთე ზურგშექცევის, წასვლის, ანცობის...
თუ ვგავდით მე და ჩემი თავი საშიშ პატიმრებს,
როცა შენს სახელს გვიხსენებდა ვინმე ნაცნობი...
მე კარგად მახსოვს რომ წახვედი, როცა მაკლდი და
წასვლის სუნი აქვთ სამუდამოდ ერთხელ წასულებს
და სანამ სრულად გააღწევდი ჩემი კანიდან,
კარი შიგნიდან გამეტებით მოიჯახუნე.
დრომ იმედები სანაგვეზე გადამიყარა,
ნუ იდარდებთ, ამ ტკივილსაც გადავიტან,
ძალა შემწევს მოგიტევოთ შეცდომები.
მე არ ვიცი ცხოვრების გზა სად წამიყვანს,
ნუ გგონიათ, რომ მე თქვენგან მეტს მოველი.
ნუ იდარდებთ, მე შევძლებ და წამოვდგები,
არ დავუხრი თავს ამ მძიმე განსაცდელებს.
მერე რა თუ გული კვლავაც მომიკალით,
უფლის მადლი ვიცი თავს არ დამანებებს.
ნუ იდარდებთ, მე ხომ თქვენზე ძლიერი ვარ,
შემიძლია დავამარცხო ყველა დარდი.
მერე რა, რომ გული წყენას ვეღარ იტევს,
მერე რა, რომ თავზე მეტად შემიყვარდით.
ნუ იდარდებთ, მე ვიცი რომ ღმერთს ვუყვარვარ
და ვიცი რომ არ გამწირავს მისი ძალა.
მერე რა, რომ ამ ზამთარს ვერ გადავურჩი,
მერე რა, თუ ვერ შევძელი დარდის მალვა.
ნუ იდარდებთ, მე ყველაფერს გაპატიებთ,
მოგიტევებთ ყველა ნატკენს, ნაიარევს.
ძალა შემწევს ძვ