ახალ სიცოცხლეს ატარებ მუცლით, დღეებს ითვლი და ... დედა გახდები, სამყაროს სულ სხვა თვალით შეხედავ, აყვავდებიან სულში ვარდები. როდესაც იგრძნობ, პაწია გული შენს მკერდთან როგორ დაიწყებს ძგერას, დააცქერდები შიშით, იმედით... მშობელი რომ ხარ, კიდევ არ გჯერა. ახალ სიცოცხლეს ატარებ მუცლით, შენ მხრებზე გადგას მთელი სამყარო, შვილთან შეხვედრას თრთოლვით მოელი და საოცრების ზღურბლზე დგახარო.