მომილოცია ახალი წელი
------
გულმხურვალედ გევედრები, აღმიპყრია ორთავ ხელი,
დიდი ღმერთო, ზენაარო, შენთვის ავანთე სანთელი,
შენგან ხარობს ამა სოფლად, არსება და სულიერი,
უბრალო და ცოდვიანი, შენგან დალოცვას მოველი.
-----
სამყაროს შემოქმედი ხარ, შენი ნებაა ყოველი,
გეაჯები, აგვაცილე, ეს სენი და განსაცდელი,
მოაშორე ჩემ ქართველებს, შიშის გრძნობა-სატანჯველი,
მიეც ჯანი და სიმთელე, კიდევ უკვდავება შენი.
---
ძველებურად სტუმრის ხილვით, გაახარე მასპინძელი,
ეზო ფრინველით გაავსე, სიმინდ-ხორბალით ბეღელი,
ბოსელში კი გაგვიმრავლე, ჯიშიანი საქონელი,
მუდამ ხვავიანი იყოს, შემოდგომის ყველა რთველი.
---------------------------
გთხოვ შვილები გაგვეზარდოს, განათლებული-დამჯერი,
საზღვრის გარეთ გაგვიდენე, კარებზე მომდგარი მტ
დამილოცეთ ეს ქვეყანა
-------------
დამილოცეთ ეს ქვეყანა, ჩვენი გმირი წინაპრების,
სახელოვან მეფეების და ჭკვიანი დედოფლების,
აზნაურის, ერისთავის, ყველა კუთხის თავადების,
ერის ღერძი-ხერხემალი, მუდამ მშრომელი გლეხების.
---
დამილოცეთ მე სამშობლო, ერზე მოფიქრალი ბრძნების,
საუკუნეთა მანძილზე, ვაჟკაცურად მეომრების,
სამშობლო და ერისათვის მუდამ თავდადებულების,
უთანასწორო ბრძოლაში, ზურგზე ვაზის კალმის მდების.
------
დალოცეთ და მოეფერეთ მიწას ამაყი კოლხების,
არავინ არ განაწყენდეს, ამერ-იმერის-ერთ ძმების,
მსოფლიოში პირველების, მეტალურგი ხალიბების,
ღვინის პირველი სამშობლოს, პირველ ძაფის დამრთველების.
-----
დამილოცეთ მე სამშობლო, ხორბლის პირველ მთესველების,
უძველესი ანბანის და და დამწერლობის შემქმნელების,
მეგობრების სადღეგრძელო
----
მეგობარი სუნთქვისათვის, ჰაერივით მჭირდება,
გვერდში დგომა, მოფერება, მუდამ გულით მინდება,
მათთან ტკბილი საუბარი, არასდროს მომწყინდება,
საქციელი შეეშალა?, მაშინ გული მტკივდება.
---
მეგობრობის გრძნობა მგონი, ბავშვობიდან იწყება,
როცა სოფლის გზა-შარაზე, ძმაკაცები გიჩნდება,
როცა მათთან თამაში და ცელქობები გინდება,
საღამოს კი სახლში წასვლა,სულ გადაგავიწყდება.
--
მეგობრების რიცხვი უკვე, იმ სკოლიდან იზრდება,
სადაც მერხზე იმას არჩევ, გვერდში ვინ მოგიჯდება,
დრო გადის და კლასელები, შენ არ დაგავიწყდება,
წარმატებულს დაინახავ? გული დაგიმშვიდდება.
---
შემდეგ მოდის უმაღლესი, შეგნება,რომ იზრდება,
თანაკურსელს რა სჯობია, გულში რომ ჩაგიჯდება,
ჩაიჯენ და ლაღად სუნთქავ, განა გული მძიმდებ
ამინდი და ცხოვრება
––––––
ამინდი, როგორც ცხოვრება ჩვენი, ჭირვეული და არა მყარია,
თუ დღეს მზე გვათბობს, ცაზე კიაფობს, ყველასთვის არის კარგი დარია,
მეორე დღეს კი მზე იმალება, ბატონობს თქეში და ავდარია,
კარგი ამინდი მოსავალს შველის, ხან ცარიელი გვრჩება ნალია.
–––––––
ცხოვრება ჩვენი, ყველამ ხომ იცით, ამოუცნობი, წარმავალია,
მუდამ ბრძოლაა,ხანდახან ომი, მუდამ საშრომი და საწვალია,
ხან ჯეკპოტს იგებ,უცებ მდიდრდები, ხან უკან დაგდევს მკვლელი ვალია,
იმდენ სიურპიზს შემოგთავაზებს, კაცს აზრით ვეღარ გაგითვალია.
–––
ხან მეგობარი ისეთი გვხვდება, კაცობით, გულით ის ალალია,
მის გვერდში ყოფნას არაფერი სჯობს, სიკეთის, ძმობის,რჩება კვალია,
ზოგი თამაშობს მთელი ცხოვრება, ვეღარ გაიგებ ვაშლი,მსხალია,
ზოგი კვანტს გიდებს,