გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა.
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს.
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს. გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს.
მეც აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ. გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე …… სულში. ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც , წვეთიც….
შენ ხარ- აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი. /ოთარ ჭილაძე
"ეჭვიანობა
– ეს მატყუარა გრძნობაა. შენ არ ეჭვიანობ, შენ გეშინია დაკარგვის.მაგრამ
ნუ გეშინია, ეს უაზრობაა. იმიტომ, რომ თუ არ არის საბაბი, მაშინ ეჭვიანობას
აზრი არ აქვს, და თუ საბაბი გაქვს, მაშინ უკვე გვიანია იეჭვიანო…"
/პაულო კოელიო/
რა გჭირს?
- ავად გავხდი...
- დიაგნოზი?
- სულის გრიპი.
- ისევ გულღია იყავი?
- მე სულ-სულ ოდნავ შევაღე...
- რამდენჯერ აგიხსნა... ეს საკმარისია, რომ ადამიანი აიკიდო!
- უბრალოდ მომინდა ცოტაოდენი სითბო და სიყვარული შემომეშვა...
- სითბო - საშინელკი დაავადებაა! და სიყვარულზე ხო საერთოდ ვდუმვარ...
100-დან 99 შემთხვევაში ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება. უკეთესია დაგარიგონ,
და არა მკურნალობა!
- როგორ?
- საუკეთესო პროფილაქტიკა: ნაკლები
იგრძენი, იფიქრე თავით და არა გულით და აღარ მოაწყო გულში ორპირი ქარი. აი
ასე მოგიქროლებს ადამიანი და მწვავე ვირუსული - სიყვარული..
ადამიანებს ხმები არ ეცვლებათ, ყოველ შემთხვევაში, იმაზე მეტად არა, ვიდრე თვალების გამომეტყველება. ტოტალური ფიზიკური ნგრევის მორევში, რომლის ბოლოსაც სიბერეა, მხოლოდ ხმა და გამოხედვა რჩება ხასიათის სიმტკიცის, მისწრაფებების, სურვილებისა და ყველაფერ იმის ავადმყოფურ, მაგრამ უდავო მტკიცებულებად, რისგანაც შედგება ადამიანის პიროვნება.
თუ ცხოვრებაში საკუთარი გეგმა არ გაქვთ დიდი შანსია, რომ სხვის გეგმაში დაიკავოთ გარკვეული ადგილი. და როდესაც ეს მოხდება რას მიხვდებით? მიხვდებით, რომ მას არც ისე კარგად დაუგეგმავს თქვენი ცხოვრება...