სიყვარულს რად უნდა ყვირილი მიყვარხარ
თუ გიყვარს ჩურჩულით ნათქვამსაც გაიგებ,
სიყვარულს რად უნდა საერთოდ სიტყვები
თვალები უფრო მეტ სიმართლეს გაგიმხელს.
რად გინდა სიტყვები, უსმინე გულისთქმას
შენს სახელს გაიგებ მის ყოველ ფეთქვაზე
ან როგორ მიყვარხარ, ან როგორ მჭირდები
გეტყოდი სიტყვებით მე თქმას რომ ვბედავდე...
რად გინდა სიტყვები თვალებში მიყურე
იქ შენს თავს იპოვი ყველაზე ლამაზად
გაცვეთილ სიტყვებით არ მინდა გადმოვცე
ის გრძნობა გულით რომ ვატარებ ამაყად...
სიყვარულს რად უნდა ყვირილი მიყვარხარ
სიყვარულს რად უნდა საერთოდ სიტყვები
ჩემს თვალებს უყურე როდესაც შენ გხედავ
და ჩემთვის ვინახარ უსიტყვოდ მიხვდები....
სიყვარულს არ უყვარს ყვირილი ხმამაღლა
უხდება ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები
და მაინც ხანდახან მინდე
უკან ვეღარ დააბრუნებ დროს, მაგრამ მაინც დაბრუნებას გთხოვს,უკან ვეღარ დააბრუნებ ღამეს, რა ვქნა.... მე ვერ გავაჩერებ წამებს....... შენს გარეშე სულში თითქოს თოვს და ეს გული უშენობას გრძნობს.... შენთან ყოფნას შევავედრებ მთვარეს.... შენზე ფიქრი ვიცი გამაწამებს...............