სიყვარულს სიტყვები არ ყოფნის, მას მოქმედება სჭირდება,
უსიყვარულოდ სუყველას, ძალიან გაგვიჭირდება.
თუ გული გიგრძნობს უთხარი - ჩვენ ამისთვის ვარ შობილნი,
რა ადვილია რომ ვიყოთ, უბრალოდ კეთილშობილნი.
ეს გრძნობაც ცოცხლობს გაცემით, თვით ღმერთი გვითითებს ამაზე,
უსიყვარულოდ თურმე მზე - არ სუფევს ცის კამარაზე
სიყვარულს სიტყვები არ ყოფნის მას მოქმედება სჭირდება
უსიყვარულოდ ცხოვრება, ნეტავ ვის რაში სჭირდება...