"– შენ შენი გზა გაქვს და შენი გზით უნდა იარო, შვილო..
– როგორ, დედა, როგორ!
– არ ვიცი შვილო, ეგ რომ ვიცოდე მაშინ რა გვიშავს?!
– მაინც, რა უნდა გავაკეთო?
– ყველაფერი, რასაც სიკეთე და პატიოსნება ჰქვია"
ნოდარ დუმბაძე - "მზიანი ღამე"
ყოველ სიტყვას მხოლოდ ის მნიშვნელობა აქვს, როგორც მსმენელი აღიქვამს მას. თქვენ ვერ გააგებინებთ ღირსების ცნებას უღირსს ადამიანს ან სიყვარულს იმას ვისთვისაც უცხოა იგი. ამ სიტყვების მნიშვნელობა რომ გააგებინოთ , იქამდე მიხვალთ, რომ აღარ შემოგრჩებათ სიტყვები სიყვარულისა და ღირსების გამოსახატად... :)