ცოლი მინდოდა მეთხოვა, მოდას ნაკლებად ამყოლი, შვილების მოსიყვარულე, მეუღლის ამყოლ-დამყოლი, პაპიროზ მოუწეველი, შამპანურ დაულეველი, უშარვლო, შეუღებავი, არც ისე შეუხედავი; არ შეერცხვინა ქართული, მამა-პაპური მანდილი, აყალ-მაყალის გარეშე ემზადა ვახშამ-სადილი... - მასეთ ქალს დღეს ვერ იშოვი, რა ცუდი ბედი გრგებია, მასეთი, შვილო, მე ვარო - მითხრა მეზობლის ბებიამ