ცხოვრება არის ტილო, რომელზეც დახატვის შანსი, ადამიანს მხოლოდ ერთხელ აქვს ცხოვრებაში, ამიტომ ნელა და აუჩქარებლად უნდა ხატოს, თორემ რასაც დახატავ ვერასოდეს ვერ წაშლი...
საითაც გავიქეცი! იქით წავიქეცი! მაინც ავდექი და მივალ.. ბევრჯერ დავემხე და ბევრჯერ დავიქეცი! მაინც ფეხზე ვდგავარ.. მტკივა! მტეხს! მაწუხებს! მიმძიმს! ცხოვრების შფოთი და დავა! კიდევ გავიქცევი.. კიდევ წავიქცევი.. მაინც ავდგები და წავალ...
მომეცი ძალა უფალო, ვიყო შენი ღირსეული შვილი,იმის უნარი მომეცი უფალო,რომ შემეძლოს ვთქვა "მადლობა" და "ბოდიში",არ მომერიოს ამპარტავნება. გზა დამანახე,რომელიც შენამდე მომიყვანს,შემეწიე და მაცხოვნე...მომეცი ნიჭი და ძალა იმისი,რომ სიყარული შემეძლოს.
სხვისი ტკივილით მეც მტკივა გული, და სხვისი დარდი ისევ მაწვალებს, დიდ პატიებას ვარ შეჩვეული, და სიყვარულიც დიდი მასწავლეს. არ მიყვარს შუღლი, არ მიყვარს ჯიბრი, თავზე გევლებით ჩემი ფიქრებით, თუ ვინმე ჩემზე რამე ჯავრს იყრით, მე სიკეთეში გაგეჯიბრებით. ერთი შეხედვით თითქოსდა მშვიდი, ო, რა ბობოქარ სულს დავატარებ, დავდივარ, დამაქვს სიკეთე დიდი, და ბოროტებას არ გავაკარებ...
ხანდახან მინდა განვმარტოვდე,
წავიდე შორს,
გავექცე ქვეყნის სამართალს, ჭორს,
ვიყო და ვიფიქრო, რაზედაც მინდა,
ან არ ვიფიქრო საერთოდ სულ, -
ვიჯდე ხის კუნძზე და მზესუმზირად
ვაქუცმაცებდე უბრალოდ დროს...
ხანდახან მინდა განვმარტოვდე,
წავიდე შორს...