შენი დანიშნულების საიდუმლო? რისთვის დაიბადე დედამიწაზე? ჩემგან მიიღებ კონსულტაციას
კარმულ დანიშნულებასა და ცხოვრებაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დიაგნოსტიკაში 22 არკანის მიხედვით.
დაბადების თარიღის
მიხედვით შეგიდგენ ბედის მატრიცას, სქემას, სადაც მოცემულია ის ენერგიები, რომლითაც
უნდა იცხოვრო ამ ინკარნაციაში და დაამუშაო ის მინუსები, რასაც ვერ გაუმკლავდა შენი
საგვარეულო და რასაც ვერ გაუმკლავდი შენ წინა ცხოვრებებში, რომ მინუს ენერგიები გადაიყვანო პლიუსში და გადაჭრა
პრობლემები ჯანმრთელობის, სიყვარულის, ბიზნესის, ადამიანებთან ურთიერთობების საკითხებში.
იმ შემთხვევაშიც , თუ ეს პრობლემები არ გაქვს,
კარმა, როგორც ამბობენ, ილევა და კარმული მარცვლების ჩათესვა მთელი ცხოვრების
მანძლიზე გვიწევს. გავცემთ პასუხებს კითხვებზე: რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი
შენს მომავალ ცხოვრებაზე? რატომ, რისთვის მოვიდა
ესა თუ ის სიტუაცია შენს ცხოვრებაში და რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ უფრო ჯანმრთელი, წარმატებული, რეალიზებული იყო მომავალში.
ვადგენ ჯანმრთელობის რუკას ადამიანის ენერგეტიკული და ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით, ასევე ურთიერთშეთავსების ( სხვა ადამიანთან) მატრიცას.
თუ დაინტერესდები
დავნიშნოთ კონსულტაცია. კონსულტაციისთვის საჭიროა დაბადების თარიღი და სამსაათიანი მუშაობა. ერთი საათი მე ვიმუშავებ შენს მატრიცაზე, გამოთვლაზე, მერე შევხვდებით და დაახლოვებით ორსაათიანი კონსულტაცია უნდა ჩავატაროთ. განვიხილავთ ყველა ენერგიას ტაროს არკანების მიხედვით და იმ საკითხებს, რაზეცაა საუბარი ზემოთ.
თუკი ვაკეთებთ დამატებით ურთიერთშეთავსების მატრიცას, დამჭირდება დაბადების თარიღი იმ ადამიანის, ვისთანაც გაინტერესებს ურთიერთშეთავსება.
კონსულტაციის ღირებულება 100 დოლარია, მაგრამ მე 100 ლარად ვატარებ. ამის გარდა ენერგიების დასამუშავებლად არსებობს სპეციალური მედიტაციები, „ნასტროიკები“ რომელსაც უნდა უსმინო რაღაც დროის განმავლობაში და რომელსაც დაგინიშნავ, როგორც წამალს, კონსულტაციის შემდეგ. ერთ მედიტაციას და რამდენიმე ტექნიკას საჩუქრად მიიღებ, დანარჩენი მედიტაციები კი ერთად 20 დოლარი ღირს. ეს საავტოროა, მეთოდის ავტორებს აქვთ საავტორო მოთხოვნები. როცა მზად იქნები, მომწერე და დავნიშნოთ კონსულტაცია, თუ გნებავს შენთან მოვალ, ან სადმე შევხვდეთ. კონსულტაციებს
ვატარებ ასევე სკაიპით!
კონსულტაციაზე თან უნდა იქონიო საწერი, ჩამწერი, მომზადებული უნდა გქონდეს კითხვები. მე არ ვარ წინასწარმეტყველი,
მე გეხმარები ენერგიების დამუშავებაში, რაც ქმნის სასურველ მომავალს, რა თქმა უნდა
უფლის ნებით!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1