მძაგს უპასუხო კითხვა, ცოდვით ნაშოვნი ფული, მძაგს ჭორი, მოთქმა - მითქმა, სიბილწით სავსე სული, ნაცრის შემოყრა თვალში, მითვისებული გრძნობა, არ შეყოვნება კარში, ფეხაცდენილის გმობა. მძაგს გატეხილი ფიცი, დაგინებული დედა, ის რომ არც არა იცი, დაბნელებული ხედვა.მძაგს მიტოვება ქალის, ურცხვად ჩაკლული სული, არ დაბრუნება ვალის, არ გაყოფილი პური. ქედს სიალალეს ვუხრი, გულის გულამდე მიმყავს, ღმერთთან მოყრილი მუხლი და... სიყვარული მიყვარს