ამბობენ, რომ სიყვარული
ერთხელ მოდის შენთან.
რომ ერთხელ გრძნობ სიცოცხლეში
ამღერებას ფერთა.
ამბობენ, რომ ერტადერთხელ
მღერის თეთრი გედი
და რომ ქვეყნად ერთხელ მაინც
გაგიღიმებს ბედი !..
ამბობენ, რომ მომავალი
უნდა შექმნა თავად.
რომ სიკეთე შეაგებო -
კაცს, მომზირალს ავად.
ამბობენ, რომ გაჭირვებას
უნდა შეხვდე მხნედა
და შეიცნო თავი, შენი,
სასიკეთოდ - შენდა.
ამბობენ, რომ შეასრულო
ათი მცნება უნდა,
გინდ გდევნიდნენ ქონდრისკაცნი,
მატრაბაზნი - გუნდად...
უნდა იყო მადლიერი
შენი მძიმე უღლის
და გჯეროდეს, სულ გჯეროდეს,
მოწყალება უფლის !..
მერე რა, თუ ვერ იპოვნე
დღემდე შენი ცალი,
როგორც გსურდა, ვერ დაატყვე
მიწას, შენი კვალი...
მერე რა, თუ ყრმობა ხელში
შემოგადნა ნისლად,
თუ სიზმარშიც არ