მივდივარ, რადგან ვგრძნობ, რომ აღარ გჭირდები ... მივდივარ, რადგან ვხვდები, რომ აღარასდროს გადაიღებს წვიმა, რომელსაც უშენობა ჰქვია ... გტოვებ ადამიანებთან, რომლებსაც უყვარხარ ... მართალია ჩემზე მეტად არა, მაგრამ უყვარხარ ... ვიცი, ოდესღაც მოგაგონდები ... გვიან, მაგრამ მოგაგონდები ... შეიძლება ცუდად გამიხსენო, შეიძლება კარგად, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გამიხსენებ ... ვხედავ, რომ ის ნაპერწკლები ჩაქრა ... , რომლებსაც ერთ დროს სიყვარული დავარქვი ... მივდივარ იმიტომ, რომ არ მაქვს დარჩენის მიზეზი ... იმიტომ, რომ არავის უთხოვია