იმდენჯერ გადაგივლიან გულზე აღარ–აღარ კიარა ვეღარ განიცდი...
ვეღარ გრძნობ ...
ვეღარ დარდობ ...
ვეღარ გეტირება...
იმდენჯერ მოგკლავენ აზრს ვეღარ ხედავ რისთვის უნდა იცოცხლო...
აღარც მკვდარს გტოვებენ ...არც სიცოცხლეს გაცდიან...
იმდენჯერ გიღალატებენ ერთგულება შორეულ ზღაპრად გეჩვვენება
წარმოიდგინე, რომ სიცოცხლის ზღაპრის კიდეზე დგახარ მილიარდობით წლის წინ, როცა ყოველივე შეიქმნა, და შეგიძლია ამოირჩიო დაიბადო თუ არა ამ პლანეტაზე ერთ რომელიღაც მომენტში, არ იცი, როდის გაჩნდები, რამდენ ხანს იცოცხლებ, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, სიცოცხლე დიდხანს არ გასტანს. მხოლოდ ის ვიცი, რომ თუკი გადაწყვეტ ამქვეყნად მოსვლას რომელიღაც წამს, მაშინ მეორე წამს ყველაფერთან დამშვიდობება და აქედან წასვლაც მოგიწევს...
ჰოდა, რას აირჩევდი, რაღაც აღმატებული ძალით მონიჭებული არჩევანის უფლება რომ გქონოდა: საერთოდ არმოსვლას თუ მაინც დაბადებას და გარკვეული ხანგრძლივობის სიცოცხლეს?…