უცებ
მომენატრე,
ერთი წუთით, მერე
მონატრებამ სულსაც
ძლია; ძლიერ
მინდოდა, რომ ერთი
წუთით, ჩემი
სიამაყე დამეძლია!... და
უცებ
ყველფერი დავივიწყე,
სულმა შენთან
ყოფნა გადაწყვიტა!
შენთან შემოვედი,
მოსაწერად, ვხვდები
უშენობას ვეღარ
ვიტან. მაგრამ, ამ გონებამ
თავისი
ჰქნა, ისევ საღმა აზრმა
გადაწონა;
მერე მონატრებას გაეცინა
ჭკუას
სიჭკვიანე მოაწონა. ისევ
გადავიქეც
სიამაყედ, ისევ არ
მოგწერე
ჩემებურად; ბევრი ამას
მითვლის
სიჭკვიანედ, მე კი მარტო
დავრჩი
ძველებურად
მგონი, სიკვდილის აღარ მეშინია და ალბათ ამიტომ ჩემი სული საბოლოოდ გაიხსნა უსასრულო გრძნობისთვის, რომელიც მხოლოდ მარტოობაშია შესაძლებელი. ირაკლი ჩარკვიანი
ყოველთვის როდესაც ვწერ,
მგონია რომ შენზე ვწერ,
მგონია რომ ზურგსუკან დგახარ და ჩამჩურჩულებ:
ასე არა,
ასე არა..
მე კი ყოველთვთვის ვცდილობ
ჩემი ნაწერები გგავდნენ შენ...
მაგრამ ვერასდროს ვახერხებ..
შენ მიდიხარ..
მერე კი ძალიან გემსგავსებიან ჩემი ლექსები
და მე ვწერ რომ
წახვედი.