- ხალისიანი, ლამაზი, აყვავებული, მხიარული, ჭრელი, ბედნიერი, დედოფალი დედოფლთა,
მიმზიდველი, სასურველი და გასახარელი.
ქალს
ძალიან შვენის გაზაფხული. ისინი ერთმანეთს
ავსებენ განწყობით, იერით სუნთქვის რითმიც კი შეთანწყობილი აქვთ. რა უნდა უნდოდეს
გაზაფხულის ქალს? ხალისი, გართობა, ლამაზი სამოსი, დამათრობელი პარფიუმი, ნათელი
ფერები, ქუსლიანი ფეხსაცმლის გამაყრუებელი კაკუნი. მიდის ქალი მიზნისკენ, ხმაურით
მიიჩქარის. ეჩვენება, რომ ყველაფერს გსწირავს, რაც კი გზაზე გადაეღობება. თბილი
ნიავი სახიდან მბრწყინავ თმას გადაუყრის და შეფაკლულ ღავებს გამოუჩენს. თვალებს
აკვესებს,მოლოდინით ანთებულს. ათასი ნაპერკალი ცვივა მისი მზერიდან. ვერცერთი
პლანეტის მზე ვერ შეედრება მცხუნვარებით.
გადის
დრო... დღე პირველი, დღე მეორე, დღე მესამე... არაფერი არ იცვლება ირგვლივ. ბუნება
ისევ ყვავის და ისევე ხალისიანია გაზაფხული. ქალი მიკაკუნებს მიზნისკენ, ქუსლინი
ფეხსაცმლის ხმა ერწყმის ქუჩის გაურკვეველ ხმაურს, ითქვიფება და იკარგება
ყოველდღიურობში. ფერები კი არ ნელდებინ, პირიქით, უფრო და უფრო იკვეთებიან. ყოველ
დღეს რაიმე სიახლე მოაქვს. თუმცა არა ისეთი, რომ გაზაფხულში ცვლილება შეიტანოს.
ხალისიანი ღიმილი დაჰფენია პირ-სახეს. შვენის გაზაფხულს ბედნიერი იერი და
მიზნისკენ სვლა ყოველდღიურად. თუმცა დრო არ ითმენს, ბუნებაც იღლება ერთფეროვნებით
და შეაქვს გარდატეხა თავის გარეგნობაში. კიდევ უფრო მიმზიდველ იერს იძენს, თითქოს
სტაბილურობისკენ იღწვოდა მთელი ეს პერიოდი .თუმცა სიხალასეს არ ჰკარგავს. მხიარული
განყობა უფრო უმძაფრდება ქალს. სამოსშიც შემოდის მეტი ნათელი ფერი. ხოლო გონება მოლოლდინით,
მთელი ძალით იძაბება. ლამაზია ქალი! ახლა უკვე ზაფხულივით მცხუნვარე. მზერით
შეუძლია შეადუღოს რკინა, გადწავას ტყე და ძირს დასცეს ადამიანი. მისი ხმაც კი
მრავალნაირად ჟღერს. ვერვინ ვერ გაარკვევს როგორ განწყობაზეა, მხურვალე ქალბატონი.
თუმცა ბუნება მასთან ხმაშეყობილია და მას შეუძლია აღწეროს ქალი.
დრო
კი გადის. გარბის, არ იცდის. არავის არ უწევს ანგარიშს. ადამიანის ფიქრებიც
ასეთია. კომედიური ფილმის კადრებივით იცვლება განყობა. იცვლებიან ამინდები.
უკვე
შემოდგომაა. ნათელი ფერები არ დაკარგულან. უფრო მრავალფერი გახდა ირგვლივ
ყველაფერი. თბილი ამინდები და იდუმალი ნათებით სუსტად მოკაშკაშე მზე, არანაკლებ
განწყობას უქმნის ქალს. ხოლო ფერები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ზღაპრულ
სამყაროს ჰგავს გარემო. ქალი თითქოს ფეხს უწყობს დროის სვლას არ ნებდება დაღლას.
დროსთან ერთად იმოსება ჭრელი ფერებით. ლამაზია შემოდგომა. თუმცა გარკვეულწილად
სევდას ჰღვრის გულში დაისი. თითქოს უსუსური მზე სულს ღაფავს, უძლურია. არ შესწევს ძალა
განწყობას - შეებრძოლოს დრო. ხან სევდა, ხან ნაღველი... არ სტოვებს ხალისიც,
მაგრამ თითქოს გაუფერულდა, ძალა დაჰკარგა. სხვანაირი გემო შეიძინა. სხვა ელფერი
დაჰკრავს მის ღაწვებსაც, თუმცა თვალები შერჩა კვლავინდებურად მძვინვარე.
დაზამთრდა.
ჩამოთოვა. შემოძარცვული გარემო თოვლის საბურველში გაეხვია. ქალიც შეიმოსა თბილი
ქურქით, თუმცა ფერები არ დაუკარგავს. თითქოს ბუნებას აღარ ერწყმის. პირიქით,
უპირისპირდება. მისი ერთფეროვნება სურს, რომ გაახალისოს, მაგრამ განწყობა აღარ
მოსდევს. ენატრება მცხუნვარე მზის სხივები. რაზე იფიქრებს ქალი ამ დროს?
გასაკვირია, მაგრამ მაინც გრძელდება
მიზნისკენ სწრაფვა, ქუსლიანი ფეხსაცმლის უჩუმრად გაყოლილი ნაკვალევის ფონზე.
ნაბიჯები რბილია, მსუბუქი. ახლა უკვე უხმაურო. ფაფუკი თოვლი ხელს უშლის ჩვეული
კაკუნის გახმაურებას ქვაფენილსა და ასფალტზე. მაგრამ ყველაზე მეტად რაც სახასიათოა
ქალში, რაც არ შეცვლილა - თვალებია! ცეცხლს აფრქვევს ქალი თვალებიდან,
გამძვინვარებულ ცეცხლს. რომელიც დაადნობს აისბერგს, დააშრობს ოკეანეს, გადაწვავს
ტყეს... თუ ქალი მოინდომებს. მაგრამ რა სურს მას?! რა იმალება ა მზერის მიღმა?
პასუხი იგივეა: მიზანი. რომლისკენაც მუხლჩაუხრელად შეუდრეკელად უნდა იაროს ქალმა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 3