Предыдущая публикация
ფიქრი ოხერი ისევ მეწვია...
მე სადიდგორედ მზრდიდა გადია,
შენ კი აკვანი უნდა გერწია.
ხმალზე მარჯვენა ბევრჯერ წამიცდა,
როცა ერეკლეს ძახილს ვისმენდი.
ჩემს არაგველებს ვახლდი კრწანისთან,
იქ ვენაცვალე მამულს ღვთის ნებით.
მე მომკლეს, მაგრამ ისევ ავდექი,
შემომაღამდა, მაგრამ გავთენდი...
მე სადიდგორედ მზრდიდა ალგეთი,
შენ კი აკვანთან ღამეს ათევდი...
მე ცოტნეს სისხლი მიდუღს ამ გულში,
შენ თამარი ხარ, თეკლა, მარიამ...
არ გავახარებ მტერს ჩემს მამულში,
არც არასოდეს გაუხარია!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 15
სამწუხაროა,რომ ამას ოჯახებში არ ასწავლიან კი არა,არ შეახორცებენ ბავშობიდანვე.
ვფიქრობ რომ მშობლებმა მაარტო საუბარი კი არა,მაგალითებია ყველაფერი.
მშობელი უდიდესი პასუხისმგებლობა.
იცი მერე თაობას აბრალებენ,როცა წინა თაობამ დააკლო საღი აზრი.
ჩემი სკოლის პერიოდის სამლოცველო ეხლაცმახსოვს
ჩემი აზრით ეკლესიამ უნდა იტვირთოს ეს,მეტად არ ისე როგორც დღეს ილანძღება,სამწუხაროდ.
რელიგის თავისუფლებისდა გამო.