''ბოლო იმედი მომიკლა ფირცხალავამ''- ეს განცხადება კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში აფეთქების შედეგად გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის მეუღლე ციალა ვაზაგაშვილი გააკეთა.
ჟრნალისტებთან საუბრისას ციალა ვაზაგაშვილი მეუღლის მკვლელობაში კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს, ირაკლი ფირცხალავას ადანაშაულებს.
„ბოლო იმედი მომიკლა ფირცხალავამ. ყველამ გაიგოს - ეს ფირცხალავას ჩადენილია. ამ ადამიანმა ოჯახი მომიკლა", - განაცხადა ციალა ვაზაგაშვილმა.
ციალა ვაზაგაშვილს სასაფლაოზე შეუძლოდ გახდა. მას დახმარება ახლობლებმა და თანასოფლელებმა გაუწიეს.
შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის საფლავზე იმყოფებოდა, როდესაც აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად ვაზაგაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев