რადგან გაჩნდი, უნდა იბრძოლო კიდეც.. ეს ისეთი ომია, სადაც ისე გკრავენ ხელს და შეგაგდებენ შუაგულში, რომ კაციშვილი არ გეკითხება..
მაგრამ, განა აქვს რამე სხვა მიზეზს მნიშვნელობა, როცა გაგანია ომში ხარ?! მთავარი მიზანი ერთი რამ ხდება - გადარჩე! ხოდა, რადგან დაიბადე, კეთილი ინებე და იცხოვრე კიდეც!
ღმერთო,დაიფარე ადამიანები, რომლებმაც ჩემს ფიქრებში დაიდეს ბინა...აუსრულე ოცნებები,რომ მადლობა გითხრან შენ.დაუბრუნე დაკარგული ღიმილი.გაუგზავნე სინათლის სხივი,რომ მომავალი ყოველთვის ნათელი იყოს მათთვის.იყავი მათთვის ძლიერი ციხე-სიმაგრე.დაე,წაიშალოს ყველა ტკივილიანი კვალი მათი წარსულიდან.დაეხმარე,რომ მოიტანონ სარგებლობა იქ,სადაც საჭირონი არიან.მოუვლინე მათ ნამდვილი სიყვარული,რომ მათი დღეები სიხარულით აივსოს,ღამეები კი სხვების დღეებზე უკეთესი გახდეს.აპოვნინე ადამიანები,მათში სინათლეს რომ აანთებენ...