Предыдущая публикация
ყოველ კუთხიდან საცდურების მიმზერს თვალები,
არ მეშინია ახლა რამე რომც დავიმართო,
გადაღლილი ვარ ავდრიანი სულის წვალებით.
პარანოია შემომეცვა მანტიად ტანზე,
ტკივილებისგან გადამევსო უკვე ვენები,
სიცივისაგან დამაყარა ეკლებმა კანზე
ფეხქვეშ მიყრია მოწყვეტილი ჩემივ ხელები.
უთენებელი ჩამომიდგა შავი მწუხარი,
შემომეჩვია შეშინებულ გულის კანკალი,
გუმანაშლილი საფიქრალით მიმძიმს სხეული,
და აღარ მჯერა საზიზღარი ღამის გატანის.
მოძალებული შეკივლება ყელში მეჩრება,
მაინც ვჩუმდები საგრძნობელით მიუსაფარი,
რადგან თვალებით განწირული დამაქვს სიჩუმე,
სიჩუმე -სულის საიმედო თავშესაფარი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев