Предыдущая публикация
ტკივილი ძვალში და რბილშია ნატანი...
სადაც ხმაურია,სიყალბეც ბევრია-
სიყალბე მრავალი სიცრუის ამტანი...
სადაც გაგებაა,იქ ლუკმაც იყოფა...
ერთობით ანგრევენ შიშის დიდ დარაბებს...
უყვართ და ამისთვის სიცოცხლეს სწირავენ...
ერთმანეთს სანაცვლოდ არ სთხოვენ არაფერს...
იქ სადაც სიტკბოა,სითბოა ულევი...
კარებს ურაზავენ ცრემლებს და წვიმიანს...
სადაც ერთმანეთით უთბებათ გულები...
სადაც ერთმანეთის ღირსება იციან!..
ია ნანეიშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев