გთხოვთ გაავრცელოთ!
ვეძებ ბიოლოგიურ დედას!
როგორც დაბადების მოწმობაში წერია დავიბადე 1982 წელს. (არ ვიცი თარიღი სწორად არის თუ არა მითითებული) სამწუხაროდ თვე და რიცხვი არ ვიცი.
ასევე არ ვიცი ჩემი ბიოლოგიური დედის სახელი და გვარი ნამდვილია, თუ არა. მაგრამ მე მითხრეს, რომ მას ქვია მარინა ქუმსიშვილი, ან ქუმსიაშვილი, - ხაშმიდან.
უმრავლესობა სცენარის მსგავსად, სავარაუდოდ უკანონოდ გააჩინა ვაჟი. იმშობიარა "ჩაჩავას" სამშობიაროში და იქვე გააშვილა დედამისის უშუალო მოთხოვნით და რა თქმა უნდა წინააღმდეგობის მიუხედავად.
შეთანხმების თანახმად ისინი ერთმანეთს იქვე, გაჩერებასთან შეხვდნენ და გადასცეს ჩემი თავი ჩემსავე გამზრდელს. მათ იცოდნენ, რომ ბავშვი სამეგრელოში მიჰყავდათ, რაც სიმართლე არ გახლავთ.ეს ჩვეულებრივი ტყუილია, რადგან გამზრდელებს არ უნდოდათ სცოდნოდა ბიოლოგიურ დედას მისი შვილის ნამდვილი ადგილსამყოფელი.
გავიგე რა სიმართლე ჩემს შესახებ, დავიწყე მისი ძებნა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მივაკვლიე.
ვიყავი ხაშმშიც, მაგრამ მარინა ქუმსიაშვილი, ან ქუმსიშვილი არავინ იყო.
იქნებ ვინმეს გეცნოთ ისტორია, რომელიც ძალიან მწირია, მაგრამ მაინც შეიძლება დახმარების ხელი გამომიწოდოთ.
დავამატებ ერთ მნიშვნელოვან დეტალს: ბიოლოგიურმა დედამ დამარქვა გიორგი. რა თქმა უნდა სახელი შემიცვალეს, მაგრამ იქნებ ესეც იყოს ერთი მესიჯი იმისა, რომ მიხვდეს მარინა, ან რომელიმე მისი ახლობელი, ვისზეა საუბარი...
სხვა ინფორმაციას სამწუხაროდ არ ვფლობ.
ამიტომ გთხოვთ, ვისაც შესაძლებლობა გაქვთ გაავრცელოთ და რაღაც კვანძს მაინც მიმაგნებიოთ.
"გიორგი"
#nesi2
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 165
ჯერ ერთი ზუსტი გენეალოგია აინტერესებს, მეორეც:
იქნებ დედ-მამისშვილები ჰყავს, გარდა მაგისა, არ იცის ზუსტი დაბადების თარიღი.
თქვენ , მკითხველებმა ჩათვალეთ, რომ მას უბრალოდ სჭირდება დახმარება და თუ სურვილი გექნებათ გაავრცელეთ.
სულში ხელების ფათურისგან კი შევიკავოთ თავი.
საკმარისად აქვს პრობლემები და უნებლიედ მტკივნეულ ადგილზე წიხლს ნუ დავაჭერთ.
მის გადაწყვეტილებას ვცეთ პატივი!