"ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო! ბოდიშს ვუხდი საკუთარ შვილს და საზოგადოებას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის გარეწრებს უკვე მეორედ მივეცი საშუალება თავიანთი ბინძური ხელები შეეწმინდათ ჩემ შვილისათვის. რა სიამოვნებით აცხადებენ რომ ,,მრავალჯერ ნასამართლევმა'' პირმა ჩაიდინა ეს მართლაც უმძიმესი და ამაზრზენი დანაშაული. ვაცხადებ, ჩემი შვილი არ არის მრავალჯერ ნასამართლევი. იმ ერთხელაც ჩემს თავს ვადანაშაულებ. არ უნდა დამეშვა, არ უნდა მიმეცა საშუალება ჩემი შვილისათვის საკუთარ თავზე აეღო ის, რაც არ ჩაუდენია. გარდაბნის პოლიციის წინ უნდა დამეწვა თავი, მაგრამ მორწმუნე ვარ და ვერ ჩავიდინე. უნდა გამეკეთებია ჩემი შვილის, თქვენი შვილების და საერთოდ, ყველა უდანაშაულო, ძალად გაკრმინალებულების გადასარჩენად! მე გულწრფელად მჯეროდა, რომ სანთელ-საკმეველი გზას არ დაკარგავს! ამაოდ, ჩემი წვალებით, მარტოობაში გამოზრდილი შვილი, რომელსაც მამა აფხაზეთის ომში მიღებული ტრავმების შემდეგ დაეღუპა, საჯიჯგნად შევატოვე უნამუსი ვამპირებს, რომლებიც საკუთარი თანამდებობა-კეთილდღეობისათვის ნებისმიერზე წავლენ.
P.S. ცნობისათვის ,, '' სინამდვილეში-ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ჩემი შვილი გიორგი მეგობრებთან ერთად ჩაჯდა ნაცნობის ტაქსში. მოილაპარაკეს თანხაზე და წავიდნენ ზემო ფონიჭალაში. გზაში ჩემს შვილს და ედუიარდ ბაზოიანს ჩაეძინათ. ზემო ფონიჭალაში მისვლისთანავე ტაქსისტმა ფხიზლად მყოფ ბიჭებს მოსთხოვა ხუთი ლარის დამატება. ტაქსის მძღოლს და ბერდიას მოუვიდათ შელაპარაკება, რაც დასრულდა იმით, რომ ტაქსის მძღოლს გაუყარა დანა მუცლის არეში. ამ დროს ახლად გაღვიძებული ჩემი შვილი ეჩხუბა ბერდიას, ის გაიქცა. ტაქსის მძღოლი დღემდე მადლობელია ჩემი შვილის, რომელმაც ფაქტიურად სიცოცხლე შეუნარჩუნა. იმ საქმისთვის ,,მავანნი'' დაწინაურდნენ და დღემდე სასათბურე პირობებში მყოფებიან.
პროკურატურამ ხომ ,,გახსნა'' საქმე, რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოიხდის სასჯელს? "
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5