- გასაიდუმლოებულია გამოცდისას საიდან გაუშვეს, როგორი იყო ფრენის მარშრუტი და სად დაეცა
28-10-2025
რუსეთის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ 21 ოქტომბერს ახალი, ბირთვული ენერგეტიკული დანადგარით აღჭურვილი “ბურევესტნიკის" ტიპის ფრთოსანი რაკეტის გამოცდა წარმატებით განხორციელდა.
რაკეტის გამოცდის შესახებ ვლადიმირ პუტინს გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა მოახსენა. მისი თქმით, რაკეტა ჰაერში დაახლოებით 15 საათი იმყოფებოდა, ამ დროის განმავლობაში 14 ათასი კილომეტრი დაფარა და “ეს მისი შესაძლებლობების ზღვარი არ არის“
გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტის ტექნიკური მახასიათებლები საშუალებას იძლევა, ის “ძლიერად დაცულ ობიექტებზე ნებისმიერი მანძილიდან“ მაღალი სიზუსტის დარტყმების განსახორციელებლად გამოიყენონ.
“ბურევესტნიკი“ ერთ-ერთია იმ ახალ სტრატეგიულ შეიარაღებებს შორის, რომელთა შესახებაც პუტინმა 2018 წლის 1-ელ მარტს ფედერალური საკრებულოს მიმართვაში განაცხადა. 10 ოქტომბერს უკრაინისთვის “ტომაჰავკების" მიწოდების შესახებ მოლაპარაკებების ფონზე, მან კიდე ერთხელ ახსენა რუსეთის “უახლესი იარაღი“, რომელიც ცოტა ხანში მზად იქნებოდა, თუმცა მაშინ არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის შეიარაღებაზე იყო ლაპარაკი.
26 ოქტომბრის მდგომარეობით, იარაღის გამოცდების ჩატარების ფაქტი არ დადასტურებულა არცერთი საერთაშორისო მონიტორინგის მისიით.
მიუხედავად იმისა, რომ “ბურევესტნიკის“ ზუსტი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები უცნობია, რაკეტაში ბირთვული რეაქტორის გამოყენება ატმოსფეროში რადიოაქტიური ნაწილაკების გამოყოფას გამოიწვევდა, რომლის მიხედვითაც მისი გამოცდის დაფიქსირება შესაძლებელი იქნებოდა.
სავარაუდო პოლიგონი - ახალი მიწა
საიდან მოხდა გაშვება, როგორ იყო ფრენის მარშრუტი და სად დაეცა რაკეტა? - ამაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.
აგვისტოს დასაწყისში, როდესაც მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოცდების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ახალი მიწის არქიპელაგზე მდებარე “როგაჩოვოს“ აეროდრომზე, რომლის მახლობლად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პოლიგონებია განთავსებული, თანამგზავრებმა უჩვეულო აქტივობა დააფიქსირეს.
აეროდრომზე რამდენიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი და ვერტმფრენის ჩაფრინდა, მათ შორის ორის სპეციალური ბორტი - ერთი А-50У და ორი Ил-976 СКИП-ი. ექსპერტების განცხადებით ყოველივე ეს ძალიან ჰგავდა რაკეტის გამოცდებისთვის მომზადებას.
განსაკუთრებული სიშორის მანძილზე მოქმედი რაკეტა
რაკეტა 9М730 “ბურევესტნიკი“ (ნატოს კლასიფიკაციით - SSC-X-9 Skyfall) წარმოადგენს ფრთოსან რაკეტას, რომელშიც ენერგეტიკულ დანადგარის როლს მცირე ბირთვული რეაქტორი ასრულებს. რეაქტორის მუშაობის ზუსტი პრინციპი უცნობია, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ენერგოსისტემა მნიშვნელოვნად ზრდის რაკეტის მოქმედების რადიუსს. რუსეთის მტკიცებით, ფრენის 14 ათასკილომეტრიანი მანძილი მას საშუალებას აძლევს, დაარტყას სამიზნეებს დედამიწის, პრაქტიკულად, ნებისმიერ წერტილში.
ბოლო წლების განმავლობაში სოციალურ ქსელებში “ბურევესტნიკის“ გამოცდებთან დაკავშირებით მრავალი არაოფიციალური ცნობა ჩნდებოდა. მათგან რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2019 წლის 8 აგვისტოს ნიონოქსაში მომხდარი ინციდენტის დაადასტურა, მაშინ სარაკეტო ძრავის გამოცდისას მომხდარ ავარიას რომელსაც რადიოიზოტოპური ელემენტი ჰქონდა, ხუთი ადამიანი შეეწირა, სამი კი მძიმედ დაშავდა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2