28-10-2025
საფრანგეთის ქალაქ მულუზში შემზარავი ფემიციდის შემთხვევა მოხდა. ყოფილმა ქმარმა, საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ქალი სამსახურთან ცივი იარაღით მოკლა. ფრანგული მედია მომხდარს აქტიურად აშუქებს.
შაბათს, 25 ოქტომბერს, დილით, საფრანგეთის ქალაქ მულუზში, (ზემო რეინის დეპარტამენტი) ბარის მიმტანი ქალი საკუთარ სამსახურთან სასიკვდილოდ დაჭრეს. ახალგაზრდა ქალი წარმოშობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედიდან იყო.
ადგილობრივი პროკურატურის ინფორმაციით, ქალს "რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა" მიაყენეს, როდესაც ის დაწესებულების გახსნას აპირებდა. დაჭრილი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მიღებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.
როგორც ფრანგული მედიასაშუალებები (მათ შორის, blue Newsსააგენტო Agence France-Presse-ზე დაყრდნობით) იუწყებიან, დაღუპული ქალი საქართველოს მოქალაქე იყო და მულუზში ცხოვრობდა. პროკურატურა მომხდარს ფემიციდის კვალიფიკაციას ანიჭებს.
ფრანგული მედიის ცნობითვე, ბრალდებული მისი ყოფილი მეუღლეა.
გამოძიების პირველადი მონაცემებით, ქალი 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა მამაკაცთან, რომელსაც ცოტა ხნის წინ დაშორდა. პროკურორი ნიკოლა ჰაიცი აცხადებს, რომ მთავარი ეჭვმიტანილი სწორედ მისი ყოფილი მეუღლეა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ამჟამად პოლიცია ეძებს.
საფრანგეთის პოლიცია მკვლელობის საქმეზე აქტიურად მუშაობს. ჩვენი ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელი უცხოელია.
ავტორი:
ნინო გიგიშვილი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1
ცოდოა ძალიან ცოდოა..ეე როგორ ააღოღეს ქართველი ერი ამ უცხო მიწაწყალზე და არავინ იცის ბედისწერა ვის რას უმზადებს მაგრამ ცუდი და კარგი ყველა ერშია საუბედუროდ....