თებ 10, 2025
ოპოზიცია მუხტის შესანარჩუნებლად ახალ გზებს ეძებს და ყველა თანხმდება, რომ არსებული აქციების ფონზე, სხვა საშუალებაა მოსაძებნი, რათა პროცესები მათთვის სასურველი შედეგით დასრულდეს.
ამაზე მეტყველებს მათი ბოლოდროინდელი განცხადებები, რასაც თან ერთვის ის, რომ ოპოზიცია ისეთი ერთიანი აღარ არის, როგორც ადრე იყო.
ერთ-ერთი, ვინც მუხტის შენარჩუნებას ცდილობს, ანა დოლიძეა, რომელიც გამოსავალს თათბირებში ხედავს და სწორედ ასეთი თათბირების ჩასატარებლად გაემართა რეგიონებში.
მისი თქმით, საჭიროა, რომ კვლავ გაგრძელდეს წინააღმდეგობა, რისთვისაც მნიშვნელოვანია რეგიონების მასშტაბით სიარული და მოსახლეობასთან შეხვედრა, რათა ხალხს წინააღმდეგობის სურვილი გაუზიარონ და ახალ ფორმებზე იფიქრონ.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 8