24/05/2024
იმ ქართველის დედა ვატირე, რომელიც ვიზის ან რომელიმე სანქციის შიშით, ომს დაიწყებს და მისი მოქალაქეების სიკვდილის სანაცვლოდ უცხო ქვეყანაში იტანტალებს! ეგეთები გყავთ ოპოზიციაში და იმიტომაა არჩევნებს რომ ვერ იგებენ”- წერს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” რეგიონალური მდივანი დიმიტრი სამხარაძე.
“ნებისმიერი სანქცია, რომელიც ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, მშვიდობის დაცვისთვის შეიძლება დამიწესდეს, ჩემთვის პატივია
43 წელი არ გამჩენია სურვილი ამერიკაში გამგზავრებულიყავი და რატომ გონიათ რომ ახლა მომინდება!? თუ მაინცდამაინც, მექსიკიდან გადავიპარები
საქართველოს ის მოქალაქეები, ვისთვისაც ვიზაზე აქვთ უარი ნათქვამი და ამერიკაში არ შეუშვეს, ყველა ხმას თუ მოგვცემს, საკონსტიტუციო უმრავლესობას ავიღებთ კი არა, მარტო ჩვენ ვიქნებით პარლამენტში
რასაც საქართველოში გლობალური ომის პარტია გეგმავდა და ახლაც სურს, მისი მონა ენჯეოებით, ურეიტინგო ოპოპარტიების ხელით გააკეთოს, ამის ხელის შეშლისთვის და ამათი გეგმების აღკვეთის საპირწონე სანქცია გალაქტიკაშიც არ არსებობს
ბავშვებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის და გარყვნილობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ეს სანქცია პირიქით სასარგებლოა რამდენიმე თვეში ტრამპი გაიმარჯვებს და ეს სანქციებიც გაუქმდებ” – წერს სამხარაძე.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 15