პირიაზე ერთი ბრმა ბიჭუნა ცხოვრობდა, სახელად ნიკო.
ნიკოს დედა ქალბატონი მარია საოცრად მორწმუნე იყო.
დღენიადაგ ემუდარებოდა უფლის დედას შვილის განკურნებას.
ქმარი კი სულ დასცინოდა მას:
- დაანებე ქალო თავი წმინდანებს და ღმერთებს, ტყუილად ფლანგავ დროს ეკლესიებში სიარულით.
დიდი ურწმუნო ვინმე გახლდათ.
არც ღმერთის სწამდა და არც ეშმაკის.
სამაგიეროდ ფული ბლომად ჰქონდა და შვილის სამკურნალოდ არაფერს იშურებდა.
არ დაუტოვებია ათენში, არცერთი ექიმი, მასთან რომ არ მიეყვანა.
მაგრამ პასუხი ყველგან ერთი და იგივე:
- ძალიან ვწუხვართ, ბავშვი ვერასოდეს დაინახავს.
ერთ დღეს ქალბატონმა მარიამ გადაწყვიტა ნიკო კუნძულ ტინოზე, კერძოდ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში წაეყვანა.
- გააფრინე ქალო?..
ფულის უაზრო ფლანგვის ნებას არ მოგცემ იცოდე.
- გთხოვ ძვირფასო, ბავშვის გულისთვის წავიდეთ.
ყოველწლიურად უამრავი სასწაულები ხდება ტინოს დედაღვთისას ტაძარში.
- სასწაულები?
გჯერა ასეთი სისულელეების?
ეგ ყველაფერი მამაოების მოგონილი ზღაპრებია, ხალხის გასაცუცურაკებლად და ფულის დასაცინცლად.
მე ფულს არ გაძლევ.
-მე, მაინც წავიყვან ბავშვს ტინოზე.
რაღაც შინაგანი ხმა მეუბნება, რომ ღვთისმშობელი დაგვეხმარება.
- უტვინო ხარ და რა გელაპარაკო.
არ დამიკლია ნიკოსთვის პროფესორები და ექიმები.
ყველა ერთი და იგივეს ამბობს:
- ბავშვი, ვერასოდეს დაინახავს.
- და მაინც...
მე მჯერა რომ დამეხმარება.
იმეორებდა ჯიუტად მარია.
- კარგი, რადგანაც არ იშლით, წადით.
მე არ მოვდივარ.
ახლოვდებოდა 15 აგვისტო.
მარიამ გადაწყვიტა 15 დღე მშიერ- მწყურვალს ტინოს კუნძულზე, ეკლესიის სიახლოვეს გაეტარებინა.
ყოველ საღამოს მიდიოდა ტაძარში და დაჩოქილი ლოცულობდა უფლის დედის ხატის წინ.
ტირილით ევედრებოდა ნიკოსთვის თვალისჩინი მიეცა.
აი, მოახლოვდა 15 აგვისტო.
კუნძული ჩამოსული სტუმრებით გაივსო.
ყველა: სასოწარკვეთილი, უიმედოდ ავადმყოფი , იმედგადაწურული, უნუგეშო, ინვალიდი მოეშურებოდა დედაღვთისას ტაძარში ნუგეშის და დახმარების საძიებლად.
მარიამ შუაღამისას ხელი ჩაჰკიდა თავის ბიჭს და ტაძარს მიაშურა.
დაჩოქილი ავიდა დედა- შვილი ტაძრის მარმარილის კიბეებზე, ასე დაჩოქილი მიეახლნენ ხატს.
- ხვალ მივდივარ შენი კურთხეული კუნძულიდან წმინდაო მარიამ.
გთხოვ მოახდინო სასწაული, მიეცი თვალისჩინი ჩემს შვილს.
ნიკო დედის გვერდით იყო დაჩოქილი:
- მე დაბადებიდან ბრმა ვარ დედაო მარიამ, არასოდეს მინახავს მზის შუქი, ხეები, ზღვა, ბუნება, მაგრამ მესმის და ამისთვისაც მადლობელი ვარ უფლის.
არ მინდა ჩემს გამო გთხოვო.
მამაჩემს მინდა დაეხმარო, ასწავლე შენი შვილის სიყვარული და რწმენა, მოეშვას ბილწსიტყვაობას, გული და გონება გაუნათე გთხოვ.
უეცრად, რაღაც საშინელი სიმძიმე იგრძნო თვალის ქუთუთუებზე, გაჭირვებით გაახილა თვალები და შავი ჩრდილების მოძრაობა შენიშნა წინ.
- დედა...
ვხედავ დედა! ვხედავ!
იყვირა ბიჭმა და დედას ჩაეხუტა.
ხალხი მოგროვდა დედა- შვილის წინ.
ნიკო ფართოდ გახელილი თვალებით უცქერდა ყველას
- ვხედავ! ვხედავ!
იმეორებდა დაუსრულებლად.
გახარებული და ბედნიერი დედა და შვილი პირიაზე დაბრუნდა.
ამ სასწაულის ხილვამ ნიკოს მამა სრულიად შეცვალა.
მუხლებზე დაჩოქილმა ითხოვა პატიება უფლისგან.
მას შემდეგ ძალიან მორწმუნე გახდა კაცი.
კვირის წირვებს არ აცდენდა.
მიატოვა ბილწსიტყვაობა, მისი პირიდან უფლის ქევა- დიდება
ნანა ქომეთიანი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 10