იმიტომ რომ უბრალოდ ჩაგესმის როგორ იღვიძებს ყველაფერი სოფელში,
ფოთლების შრიალი და ჩიტების ჭიკჭიკი ...
თავს როგორც კი მოიწესრიგებ ელემენტარულ ჰიგიო წესებს ვგულისხმობ ...მიყვები ყველაფრის გამოკვებას საქონელს,თხებს,ქათმებს წიწილებს,ძაღლებს .....ისეთი ბუნების ზღაპრული საუბრის ხმასავით ჩაგესმის ხმები ირგვლივ ...
მერე ადუღებ ყავას ...ესაუბრები საყვარელ ადამიანს,მუხტავ დადებითი ემოციებით და უშვებ სამსახურში ...
გადახედავ ბოსტანს ...
ამოსული ყველა ჩითილი ..
ყველა გახარებული ნარგავი რომ გახარებს ...
იმედად გავსებს რომ ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტი გექნება ...
ალუჩას მოკრებ ...კბილებს აგჭრის და სახეს მომანჭავ გემრიელად
მერე მარწყვს გადახედავ ხომ არ შემოსულათქო ...ან მალინას ...ერთი სული გაქვს ბავშვები გაახარო ...პირველი გემრიელი ლუკმა მათ რათქმაუნდა 😍
მერე სახლში შემოხვალ ..საბნებს გაიტან გარეთ მზის სხივებით რომ გაიჟღინთოს რათა მერე შენი მშვიდი და გემრიელი ძილი უზრუნველყოს ...
მერე პურის მოზელის მრავალწლიანი რიტუალი ..ფიქრი იმაზე რა მოამზადო ნოყიერიც რომ იყოს და არც დააკვდე 😁
💕 💕 💕 💕
მერე სარეცხი მანქანა ირთვება ..ჩემი უკვე ისეა თავისით ირთვება რომ დამინახავს ...საწყალი რასაც ეგ შრომობს ..გამირეცხავს ...გამივლებს ლამის მშრალი ამომაქვს სარეცხი და ...მე კიდევ დაკეცვა მეზარება 😆
მიალაგ -მოალაგო ..მერე დაქალი ...ისევ ყავა დღის "ჭორი"..გეგმები ..რაღაცეებზე წამოწუწუნება ...
მერე თოხი ..მერე ისევ ყველაფერს აჭამე ...ყველა დაბანე ...ამ დროს ხელიდან ტელეფონი არ გაუშვა !!!
მოკლედ ათასი საქმეა და რომ გამოგივარდება ვინმე და გეტყვის რას მიკეთებო ??? შეგიძლია ტრაქტორით გადაუარო ნეკა თითზე 😁 გამწარდეს ცოტახანი ...სანამ იტყვის ხოლმე რაღაცას დაფიქრდება ...
და კიდევ მე ყველას გაფასებთ ...ვინც შრომობთ სადაც არ უნდა იყოთ ...რასაც არ უნდა აკეთებთ ...უფალი გფარავდეთ ...
მოეფერეთ ერთმანეთს ...კარგი რაღაცეები უთხარით ...გულის მალამოა კარგი სიტყვები ..იცოდეთ ❤
დილა მშვიდობისა, ბედნიერი დღე გქონდეთ ყველას😍 😘 💕
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 13