შეკვეთა კონსტანტინემ ითავა, მენიუ გულდასმით გადაიკითხა და ჩვეული სიდინჯით დაუკვეთა სადილი.
ოფიციანტმა დამცინავი ღიმილით თავი დაუკრა და გაბრუნდა.
რემარკს უნდოდა ეკითხა, თუ რამ გამოიწვია ოფიციანტის ირონია, მაგრამ კონსტანტინე მიუხვდა და უმალ წამოიწყო სხვა თემაზე საუბარი.
სადილად მიირთვეს ერთი ბოთლი ქართული ღვინო „ხვანჭკარა“, რომლის ფასი ერთი დოლარი და რაღაც ცენტი ღირდა. თუმცა, მენიუში აღნიშნული იყო საკმაოდ ძვირადღირებული ღვინოებიც.
ირგვლივ მსხდომნიც ალმაცერად უყურებდნენ ამ ორ ინტელიგენტ მამაკაცს, რომლებიც სიამოვნებით შეექცეოდნენ იაფფასიან სასმელს.
როდესაც დაასრულეს სადილი და ოფიციანტმა ანგარიში წარუდგინა, გამსახურდიამ დამატებით მოითხოვა ყველაზე ძვირად ღირებული ერთი ბოთლი ღვინო და იმისი ფულიც სასწრაფოდ გადაიხადა. როდესაც ოფიციანტმა დაკვეთა მოუტანა, კონსტანტინემ სთხოვა მას, დახმარებოდა ხელის გადაბანაში და კონსტანტინემ იმ ღვინით ხელები დაიბანა. ოფიციანტი და დარბაზში მსხდომნი გაოცებული მისჩერებოდნენ. ხოლო ერიხ მარია რემარკმა, რომელმაც ამოიცნო ქართველი ფენომენის ჩანაფიქრი, ხელი ჩამოართვა და მეგობრულად გადაეხვია...
როდესაც სამშობლოს პატრიოტი ხარ, შენი ყოველთვის ყველაზე ძვირფასი და ფასეულია!
„მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა. მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მე მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან. არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი:
შენ, ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა“... - წერდა დიდი კონსტანტინე გამსახურდია!
ჰოდა, შეედარონ სიდიადით მისი თანამედროვე ამერიკელი, ფრანგი, გერმანელი თუ რუსი ,,ტიტანები"!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5