აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს!
სულ 4 მილიონამდე ვართ - ანუ ერთი ჩინური ან ინდური სოფელი, ამ 7,5-მილიარდიან სამყაროში!
მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ძალოსანი - ლაშა ტალახაძეა!
მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მკლავჭიდელი - ლევან საგინაშვილია!
მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მოჭიდავე - გენო პეტრიაშვილია!
მშოფლიოს პირველი სუპერმძიმეწონოსანი ძიუდოისტი - გურამ თუშიშვილია!
აღარაფერს ვამბობ, რომ უძველესი ბერძნები (არგონავტები) სწორედ, ჩვენ გვპარავდნენ ოქროს საწმისს - მარადიულ ცოდნას, ხოლო ევროპულ რენესანსამდე 300 წლით ადრე რუსთაველი გვყავდა!
არც იმაზე ვამბობ რამეს, რომ მთელი მსოფლიო მეღვინეობის, მეტალურგიის, მედიცინის, ოქრომომპოვებლობისა და ოქრომჭედლობის, მექსოვილეობის და მიწათმოქმედების ფუძემდებლად მიგვიჩნევს!
რასოლოგიისა ანთროპოლოგიის მამა იოახიმ ფონ ბლუმენბახი კი, ქართველებს ,,თეთრი რასის" ფუძემდებლებს გვიწოდებს!
და ეს ყველაფერი, გამოვატარეთ ათასწლოვანი, შეუწყვეტელი, ულმობელი, უსასტიკესი ომებით - რომის, სპარსეთის, ბიზანტიის, არაბეთის, მონღოლეთის, ოსმალეთის თუ რუსეთის უზარმაზარ იმპერიებთან!
თანაც, ისე, რომ მილიონობით ქართველი გაცნობიერებულად შეეწირა ღვთისმშობლის წილხვედრის დაცვასა და ქრისტეს რწმენას!
და არაასოდეს დაგვიწუწუნია, ერთი წამითაც არ გვინანია ის პატივი, რომ მსოფლიოში ერთადერთ ერს, უფალთან ერთად და მის ერთგულად, მაცხოვრის ეკლიანი გვირგვინისა და გოლგოთის ჯვარის ზიდვა გვერგო!
და ამას ვინმე დაგვათმობინებს?!
ის, რაც მურვან-ყრუებმა, ჯალალედინებმა და თემურ-ლენგებმა ვერ დაგვათმობინეს...
ჩვენ ესენი ცხადში მოვინელეთ და რომელიმე მათგანი ევროპელ ერებს სიზმარშიც რომ მოლანდებოდათ, მგონი, ლოგინშივე მოკვდებოდნენ, შიშისაგან!
ჰოდა, წარმოიდგინეთ, როგორი ტვინმოღრეცილი დეგრადირებული უნდა იყო, ამ ყველაფერს უღალატო, 30 ვერცხლიან გრანტზე გაყიდო და ტუტუცმა აქეთ ასწავლო ქართველ ერს, რა გაგვიჭირეთ საქმე, თქვენი ერთადერთობისა და განსაკუთრებული ჯიშ-გენის შესახებ ლაპარაკითო!
მოკლედ, აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს!
ასე იყო, ასე არის და ასე იქნება - უკუნითი უკუნისამდე!
დიახ, უფალთან ვდგავართ!
ისევ!
ანუ სამარადჟამოდ!
როგორც მარადიულ ერს შეჰფერის და ეკადრება!..
/გაიზიარეთ და გააზიარეთ!/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 9