ერთხელ ...მიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ და თვისებამ ერთად მოიყარა თავი, სიგიჟემ თქვა: დამალობანა ვითმაშოთო. სიმართლე არ დაიმალა, მაინც მიპოვნიანო, სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა, სინამდვილე-ოკეანეში, სიზარმაცე-ყველაზე ახლოს მიიმალა, თავისუფლება კი ნიავს ამოეფარა, სიკეთე-კარგა ხანს სხვას უთმობდა ადგილს, რწმენა ზეცაში აიჭრა, შური-სხივში მიიმალა, სიყვარული-სად არ მივიდა ყველაგან დაკავებული იყო, ბოლოს ლამაზი ვარდი დაინახა და შიგ მიიმალა, დაიწყო სიგიჟემ მიმალული გრძნობების ძებნა ყველა იპოვა სიყვარულის გარდა. ბოლოს ვარდის ბუჩქი გადასწია და ყვირილის ხმა შემოესმა, სიყვარულს ვარდის ეკალზე თვალები დაეჭრა და დაბრმავდა.... მას შემდეგ...მიწაზე დაბრმავებული სიყვარული, სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაჰყავს...
ჩემს ლექსს კი არა, საკუთარ თავს უთხარ მადლობა, შენს სილამაზეს, შენზე უკეთ, ვინ რას გაუგებს?! მუნჯიც რომ იყოს და ვერ შეძლოს გრძნობის განდობა, შენს სიტურფეზე მისი მზერა გაისაუბრებს.
შენ რომ მეათე მუზა იყო, თვით დრომ ინება, შენ ცხრა დანარჩენს ერთი ათად გასცდი პატივით... თუ წუთისოფელს განკითხვის დღე მოევლინება, მარადისობას შენ შერჩები წმინდა ხატივით.
სიყვარული ჩანჩქერივით მოვარდება ვერ განდევნი მერე შენი ნებით, გულში ცეცხლი გაჩენილი აგამაღლებს... როგორც ცაში აზიდული მთები. აგამღერებს, დაგაფიქრებს, მერე დაგწვავს და გაძგერებს ლახვარს... შენს გვერდით რომ ნაზი გოგო მოაბიჯებს ფიქრობ ისეთს ვერასოდეს ნახავ. ...და რომ წავა სიჭაბუკე, სიმღერებით საფეთქლებთან ფეხს მოიდგამს ვერცხლი გულს გაგითბობს, არ გაქრება სიბერემდე საქორწინოდ ანთებული ცეცხლი.
მალე ფერგადაშლილი, ამწვანდება ტყე-ველი, გაიშლება ყვავილი, სურნელების მფრქვეველი; გაცოცხლდება დაფნარი, მთის მწვერვალი, ტყის პირი, და დაივლის ნარნარი გაზაფხულის ზეფირი. წყნარი სევდა მეწვევა, წამიღებს სიმთა ჟღერა; ნისლით გამოერკვევა ჩემი გულის სიმღერა. ქვებს, ბალახებს დაატკბობს ჰანგი თავისებური, მკაცრი - მაგრამ ლამაზი, ნაზი - მაგრამ ველური. როდი მიყვარს, გულისთქმა თუ ნაღველს არ ერევა, ათას ხმაში ჩემი ხმა ამ ხმამ განაცალკევა. როდი მიყვარს, გულისთქმა თუ გულმავე არ ჰპოვა, ათას ხმაში ჩემი ხმა ამ ხმამ განამარტოვა…
დრო აღარ დარჩა, რომ ახალი იწყო ცხოვრება? არა! ყოველი წუთი გზაა თავისდაგვარი. ამ გზაზე ბევრი თანამგზავრი უცდის მომავალს, ბევრი გადივლის ქარიშხალი და ნიაღვარი. კვლავინდებურად ირხევიან ალვის ხეები, ცადატყორცნილი ყინვის მთები დგანან მეფურად, კვლავინდებურად შრიალებენ ხშირი ტყეები, კაცთა სიცოცხლე კი არ მიდის კვლავინდებურად
ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი ნუკრის თვალებით, თმით - მიმოზებით, და მწუხარების მალენიავში მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები. შეშლილი სახით კიოდა ქუჩა: შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა! მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა, და გაისმოდა დების სიმღერა.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 10
რას შევადარო ეს სილამაზე
რომელსაც როდი ყველა შეამჩნევს,
ველზე კეკლუცად სიოს ნავარდს თუ
მზის სხივს ლაჟვარდში,ცად ატყორცნილად
იქნებ,ბულბულის სტვენას ვარდისთვის,
ან გულს ტრფობისთვის,ხმლად აღებულად.
ყველა ქალი ხომ,ლამაზი არის,
ლამაზი არის თავისებურად!
ეს სილამაზე იგივე არის,
რასაც რუსთველი უმღერდა ლექსად,
მიქელანჯელომ,ქვა დაამარცხა
...Ещёრას შევადარო ეს სილამაზე
რომელსაც როდი ყველა შეამჩნევს,
ველზე კეკლუცად სიოს ნავარდს თუ
მზის სხივს ლაჟვარდში,ცად ატყორცნილად
იქნებ,ბულბულის სტვენას ვარდისთვის,
ან გულს ტრფობისთვის,ხმლად აღებულად.
ყველა ქალი ხომ,ლამაზი არის,
ლამაზი არის თავისებურად!
ეს სილამაზე იგივე არის,
რასაც რუსთველი უმღერდა ლექსად,
მიქელანჯელომ,ქვა დაამარცხა
ამ სათნოების უკვდავსაყოფად,
გალაქტიონი მერის ეტრფოდა,
იფერფლებოდა ნაზად,ეულად!
ერთხელ
...მიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ და თვისებამ ერთად მოიყარა თავი,
სიგიჟემ თქვა: დამალობანა ვითმაშოთო. სიმართლე არ დაიმალა, მაინც
მიპოვნიანო, სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა, სინამდვილე-ოკეანეში,
სიზარმაცე-ყველაზე ახლოს მიიმალა, თავისუფლება კი ნიავს ამოეფარა,
სიკეთე-კარგა ხანს სხვას უთმობდა ადგილს, რწმენა ზეცაში აიჭრა,
შური-სხივში მიიმალა, სიყვარული-სად არ მივიდა ყველაგან დაკავებული იყო,
ბოლოს ლამაზი ვარდი დაინახა და შიგ მიიმალა, დაიწყო სიგიჟემ მიმალული
გრძნობების ძებნა ყველა იპოვა სიყვარულის გარდა. ბოლოს ვარდის ბუჩქი
გადასწია და ყვირილის ხმა შემოესმა, სიყვარულს ვარდის ეკალზე თვალები
დაეჭრა და დაბრმავდა.... მას შემდეგ...მიწაზე დაბრმავებული სიყვარული,
სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაჰყავს...
ჩემს ლექსს კი არა, საკუთარ თავს უთხარ მადლობა,
შენს სილამაზეს, შენზე უკეთ, ვინ რას გაუგებს?!
მუნჯიც რომ იყოს და ვერ შეძლოს გრძნობის განდობა,
შენს სიტურფეზე მისი მზერა გაისაუბრებს.
შენ რომ მეათე მუზა იყო, თვით დრომ ინება,
შენ ცხრა დანარჩენს ერთი ათად გასცდი პატივით...
თუ წუთისოფელს განკითხვის დღე მოევლინება,
მარადისობას შენ შერჩები წმინდა ხატივით.
სიყვარული ჩანჩქერივით მოვარდება
ვერ განდევნი მერე შენი ნებით,
გულში ცეცხლი გაჩენილი აგამაღლებს...
როგორც ცაში აზიდული მთები.
აგამღერებს, დაგაფიქრებს,
მერე დაგწვავს და გაძგერებს ლახვარს...
შენს გვერდით რომ ნაზი გოგო მოაბიჯებს
ფიქრობ ისეთს ვერასოდეს ნახავ.
...და რომ წავა სიჭაბუკე, სიმღერებით
საფეთქლებთან ფეხს მოიდგამს ვერცხლი
გულს გაგითბობს, არ გაქრება სიბერემდე
საქორწინოდ ანთებული ცეცხლი.
,,გულში რაღაც სიმი უეცრად
შეირხა...
მაუწყა ფარულად ფეთქვა...
ცხოვრების წყვდიადში..ნათელი
გამოჩნდა...
ჩემთვისაც მოიცალა ღმერთმა...
ნურავინ იკითხავს..და ნუ
გაიოცებს...
ასეთ სიხალისეს ჩემსას...
რაღაც ტკბილმა გრძნობამ...
ცხოვრება გამინათა,
დამლოცა მაღალმა ღმერთმა...
როცა ცხოვრებაზე ხელი
ჩავიქნიე...
მაშინ მოგავლინა
ღ მ ე რ თ მ ა ! ! !
მალე ფერგადაშლილი,
ამწვანდება ტყე-ველი,
გაიშლება ყვავილი,
სურნელების მფრქვეველი;
გაცოცხლდება დაფნარი,
მთის მწვერვალი, ტყის პირი,
და დაივლის ნარნარი
გაზაფხულის ზეფირი.
წყნარი სევდა მეწვევა,
წამიღებს სიმთა ჟღერა;
ნისლით გამოერკვევა
ჩემი გულის სიმღერა.
ქვებს, ბალახებს დაატკბობს
ჰანგი თავისებური,
მკაცრი - მაგრამ ლამაზი,
ნაზი - მაგრამ ველური.
როდი მიყვარს, გულისთქმა
თუ ნაღველს არ ერევა,
ათას ხმაში ჩემი ხმა
ამ ხმამ განაცალკევა.
როდი მიყვარს, გულისთქმა
თუ გულმავე არ ჰპოვა,
ათას ხმაში ჩემი ხმა
ამ ხმამ განამარტოვა…
დრო აღარ დარჩა, რომ ახალი
იწყო ცხოვრება?
არა! ყოველი წუთი გზაა
თავისდაგვარი.
ამ გზაზე ბევრი თანამგზავრი
უცდის მომავალს,
ბევრი გადივლის ქარიშხალი
და ნიაღვარი.
კვლავინდებურად
ირხევიან ალვის ხეები,
ცადატყორცნილი
ყინვის მთები დგანან მეფურად,
კვლავინდებურად
შრიალებენ ხშირი ტყეები,
კაცთა სიცოცხლე
კი არ მიდის კვლავინდებურად
ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი
ნუკრის თვალებით, თმით - მიმოზებით,
და მწუხარების მალენიავში
მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.
შეშლილი სახით კიოდა ქუჩა:
შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!
მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა,
და გაისმოდა დების სიმღერა.
გაოცდა უფრო, გაოცდა უფრო,
თვალები უფრო გადაირია;
არ მოაკლდება სიტყვა საუბრო,
ის კი ფიქრობდა - რანაირია.
მას არ მოსწყინდა ყოფნა მზიურის,
ვეფარებოდი სავარძელს სახით,
და მუსიკალურ უვერტიურას
მასმენდა მისთვის... რისთვის მეძახით
მე არ მასვენებს ბაიის ბგერა
და ანგელოზთა ნაზი პროფილი,
თვალები ლურჯი, დალალი ქერა,
ბაგე - ატმებად გადაპობილი
გისურვებ იმას, რაც შენ თვითონ გსურს,
გიწოდებ იმას, რაც შენ გწადია,
გისურვებ დიდხანს, დიდხანს სიცოცხლეს
რადგან სიცოცხლე დიდი განძია