არა არ ვბერდები, უბრალოდ დრო მიდის,
მიდის და თვალებთან ღარები ჩნდებიან,
ისევ ის გული მაქვს წლების წინ, რომ მქონდა
და ჩემი თვალებიც კვლავ ზეცისფერია.
გახსოვდეთ ასაკი არაფერს არ ნიშნავს,
გულში თუ სიყვარულს კვლავ ელოდებიან,
თუ ბავშვურ ღიმილში იმედი ღიღინებს,
იმედი, რომელიც ყველაფრის მთქმელია.
წლებს უნდათ შემცვალონ, ამიტომ ჩქარობენ,
რატომღაც ფიქრობენ, რომ მომერევიან,
მე კი კვლავ მგონია, რომ ისევ ბავშვი ვარ,
გოგო ვარ, რომელიც სულ ბედნიერია.
სიცოცხლე მიყვარს და სიყვარულს ვაღმერთებ,
შობიდან დღემდე, რომ გულს შემორჩენია,
ჩემში აპრილია, სიბერე მოიცდის,
ვერავინ წამართმევს აპრილი ჩემია.
ბაგეზე ღიმილი ცქმუტავს და ღიღინებს,
თვალებში ოცნების სხივები კრთებიან,
ვარდები ყვავიან სულში და გახსოვდეთ,
ვარდები
ჰოი, ყოვლადწმინდაო ქალწულო დედა ღმრთისაო, მცველო და მფარველო ყოველთა შენდამი მოლტოლვილთაო! გადმომხედე შენი ზეციური სიმაღლიდან და დიდებიდან, მე, შენს ფეხებთან დაცემულს და შენდამი შემოვედრებულს, შეისმინე ჩემი ცოდვილი ლოცვა და მიიტანე იგი შენს მხოლოდშობილ ძესთან: სთხოვე მას, გაანათოს ჩემი დაბნელებული სული თავისი ღვთაებრივი სინათლით, განმათავისუფლოს ყოველგვარი გასაჭირისა , მწუხარებისა და დარდისაგან, მომანიჭოს ჩუმი და მშვიდობიანი ცხოვრება, ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე, დაამშვიდოს შემუსვრილი ჩემი გული, განკურნოს მისი ჭრილობები, ჩამაგონოს კეთილი საქმენი განწმინდოს ჩემი გონება ამაო აზრებისგან, დამაყენოს თავისი კანონების შესრულების გზაზე, გამათავისუფლოს მუდმივი ტანჯვისაგან და ნუ მომაკლებს ცათა სას