ყოფნის მარილს მილოკავენ წლები.
მაგრამ შენთან, შენთან ისევ ბავშვი ვარ და
ისევ შენი გულის ცეცხლზე ვთბები.
ფხიზლობ, ფხიზლობ სანამ მე არ დავიძინებ,
თითქოს დროის დაბრუნებას ცდილობ.
მსუბუქდება წლების ტვირთი (უკვე მძიმე),
როცა მეტყვი - "არ შეგცივდეს შვილო".
შენთან რომ ვარ ფერმკრთალდება დროის ფარდა
და მკვეთრდება სურათები ძველი, -
თითქოს ახლად ფეხადგმული ბავშვი ვარ და
შენს კალთაზე მიკიდია ხელი.
მარტოობა ცივ სიჩუმის ებრძვის ძახილს,
არ ნებდება მოლოდინით სავსე.
შენით სუნთქავს, შენით ცოცხლობს ძველი სახლი
და მაღლდება კვამლი ბუხრის თავზე.
... უშენობა მიდარაჯებს შორიახლო
და არყოფნის მსუსხავს ცივი მზერა.
დაობლებულ მამა - პაპის სამოსახლოს
შენი ლოცვა კვლავ გაათბობს, მჯერა.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев