მიყვარხარ ძალიან, ძალიან მიყვარხარ, მხოლოდ შენ გელიან დაღლილი თვალები, მოდი და შეხედე, რა ფართოდ შევხსენი, გულის გულს აქამდე დახშული კარები. დუმილი, ის ჩემი ჯიუტი დუმილი, ვინანე, დღეს ისე გულწრფელად ვინანე, მოდი და ფერადი ამბები მოყევი, მოდი და ლამაზი ზღაპრები მიამბე. მეც გეტყვი, რომ დღემდე ჩემს გულში სახლობდი, რომ ჩემი ლექსების ბწკარებში ბინადრობ, მიშველე, ამ დუმილს, იდუმალ სიჩუმეს, ვერ შევძლებ, შენს გარდა ვერავის მივანდობ. მოგიხმობ, დაბრუნდი, მე უკვე ვინანე, ლოდინი დაერქვა ჩემს უტეხ სიკერპეს, მომმადლე შუქი და მაგ თვალთა სინათლე, მომმადლე ღიმილი და გულის სიკეთე. ძალიან, ძალიან, ძალიან მომწყურდა, მე შენი თვალების მჩქეფარე ნათელი, ღიმილსაც, ცრემლებსაც, დარდსა და სიხარულს, ყველაფერს დაერქვა დღეს შენი სახელი...
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев