"მე შენ მოგიქსოვ სიცოცხლეს,
თბილი, ფუმფულა, ძაფით,
მე შენ მოგიქსოვ სიცოცხლეს
არცერთი, ყალბი ნასკვით.
მე შენ მოგიქსოვ სიცოცხლეს,
შემოვაქარგავ ლოცვებს,
ნამდვილი გრძნობით იწვოდე,
ლოცვათა სხივი მოგწვდეს.
ბედნიერების სურვილით,
ახალ სიცოცხლეს გიქსოვ,
შენი სიცოცხლის წყურვილი,
ჩემგან სისწრაფეს ითხოვს.
არ მინდა, ვინმემ, იცოდეს,
საიდან ვშოულობ ძაფებს,
რომ მოგიქსოვო სიცოცხლე,
ჩუმად, საკუთარს ვარღვევ..."