სახე გიცინოდეს, გული კი ტიროდეს,განა ეს ღიმილი, მართლა ღიმილია? გინდა არ გინდოდეს,მაინც იცინოდე ეს ხომ უსაზღვროდ დიდი ტკივილია.დარდი თან გსდევდეს და აღარ გასვენებდეს თითქოს დაგცინოდეს ბედის ირონია, ნუთუ ყველაფერი უმალ დაივწყო ასე მარტივი და ასე იოლია?
მომეცი ძალა მუხლებზე დავეცე
და გულმხურვალედ მოვინანიო
ის რაც ცხოვრების გზაზე შევცოდე,
ჩემო უფალო გთხოვ მაპატიო,
გულში ტკივილის ცრემლი მეღვრება,
მინდა სიცოცხლე ჩუმად გავლიო,
ხელს ნუ გამიშვებ,რომ მარგალიტი,
შენ რომ მაჩუქე, არ დავაბნიო,
მომეცი ძალა, რომ მუხლმოდრეკით
ჩემი ცოდვები მოვინანიო,
გთხოვ ჩამეხუტო, გულში ჩამიკრა
და შენს ნათელში სული დავლიო...
02.12.13.
ქეთი ალასანია.