777 მიხეილ სააკაშვილი: 2008 წელს, როცა რუსეთი იდგა თბილისის კარიბჭესთან, მაშინ ბევრად უფრო მშვიდად ვიყავი 22.05.2024 საქართველო, როგორც არასდროს, არის ახლოს დამოუკიდებლობის სრულ დაკარგვასთან. როგორც არასდროს, არის ახლოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებასთან, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, როდესაც ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მთავარი არის ერთობა. „რაც შეეხება დღევანდელ განხილვას, მე მგონი, უკვე ყველა ხვდება ამ სიტუაციის უხერხულობას და იმის ანეკდოტურობას, თუ რაში მადანაშაულებენ, მაგრამ უნდა ისაუბროთ, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულ ამბავზე. სერიოზული ამბავი არის ის, რომ საქართველო, როგორც არასდროს, არი