"ამ დღის მერე მეც გვამი ვარ" – ინდირა ზარანდიას შეყვარებული --- სტიქიის დროს დაღუპულ ინდირა ზარანდიას შეყვარებულმა ირაკლი ჟორჟოლიანმა “ფეისბუქის” გვერდზე წერილი გამოაქვეყნა: ყველამ ვინც მე მიცნობს იცის რომ ცხოვრებაში არ დამიპოსტავს. ახლა ალბათ იმიტომ, რომ ემოციებისგან ცოტათი მაინც დავიცალო და ყველას დაგანახოთ ჩემი თვალით დანახული ინდირა, რადგან ინდირა მხოლოდ ჩემთან იყო ისეთი ინდირა, როგორი ირაკლიც ვიყავი მე მხოლოდ მასთან. ინდირა იყო ზე ადამიანი ყველაზე კეთილი, მზრუნველი, თბილი და მოსიყვარულე ყოველდღე ცდილობდა ყველა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეეცვა საოცარი ცხოვრების ნიჭით იყო დაჯილდოებული. პირადად ჩემთვის ინდირა იყო იმედი, სიყვარული, ფიქრი, ოცნება მოკლედ ყველა ის გრძნობა რაც ადამიანს ადამიან