ლომს რესტორანში საქეიფოდ შემოყვა ხარი
და ჯანმრთელობა რადგან ქონდათ ორივეს რკინის
გათენებამდე აღარ მორჩნენ დალევას ღვინის
აღარ უჩანდა მათ უაზრო ღრიანცელს ზღვარი
მაგრამ უეცრად ტელეფონის გაისმა ზარი
და ხმის კანკალით ფერწასული სუფრასთან მჯდომი
- ახლავე მოვალ, ჩურჩულებდა ყურმილში ლომი
- უბრალოდ რაღაც საქმე მქონდა ამიტომ შევრჩი,
თქვა ეს და თვალი ხარს ჩაუკრა რომ ეჯდა გვერდში
- ვინ არის ასე რომ გაშინებს, გაოცდა ხარი
როდესაც ლომში ამოიცნო უეცრად ცხვარი
ლომმა თქვა: -უნდა მაპატიო ჩემია ცოლი
დღეს ჩვენ ოჯახში მას ეკუთვნის მთავარი როლი,
ხარს გაუკვირდა - ცოლს რად აძლევ უფლებას ამდენს
მე მაგალითად ჩემი ცოლი სულ კუდში დამდევს,
ლომს გაეცინა - ცოლს ძნელია მოუგო ომი
შენი ცოლი ხომ ძროხაა ჩემი კი ლომი,
მეც ამბის ბოლო რა თქმა უნდა იქეთკენ მიმყავს რომ
სანამ ცოლთან ჩხუბს დაიწყებ - დაფიქრდი ვინ გყავს!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев