სცადე, შეადარე შენი თავი ბნელ ოთახს. ერთი შეხედვით გეჩვენება, რომ იქ სისუფთავეა, მაგრამ საკმარისია, შემოიჭრას მზის სხივი, დაინახავთ რამდენი მტვერი ყოფილა ჰაერში. ადამიანიც ასეა. სანამ იგი შორსაა ღვთისაგან, საკუთარი თავი სუფთა და უნაკლო ჰგონია, მაგრამ, როცა თუნდაც მცირე მანძილით მიუახლოვდება უფალს, ღვთაბრივი მადლის ნათელი მიახვედრებს, რაოდენი სიმდაბლეა მის ფიქრებსა და გრძნობებში, რამდენს ცოდავს საქმითა და სიტყვით.
გონიერების პირველი ნიშანი საკუთარი შეცდომების, ცოდვების შეგნებაა.
__________
1984 წელი, თბილისი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
რას ვინატრებდი ყველაზე მეტად?–მკითხავდნენ ნეტავ,
დაუფიქრებლად ვუპასუხებდი:–შეხვედრას ღმერთთან;
სიკვდილს ვინატრებ,ღმერთო შემინდე,ამას რომ ვბედავ,
სიკვდილს უფლისთვის,სულის დადებას იესოს ფერხთან.
"ეძიებდეთო ქრისტესთვის სიკვდილს"–დიდ მეფეს უთქვამს.
ნეტავ ასეთი,შემიჩერებდეს,სიკვდილი სუნთქვას ;
სხვა ნატვრა არ მაქვს ამაზე მეტი,სხვა არა მინდა,
უფალო მამავ,ძეო ღვთისაო და სულო წმიდავ !!!
რას ვინატრებდი ყველაზე მეტად?იცოდეთ ნეტავ–
ჩემი უღირსი,ცოდვილი სულის მიტანას ღმერთთან !!!