- საოცარია, ვიბადებით რათა შევცოდოთ და ვიხოცებით, რათა განვიწმინდოთ.
- სიკვდილი წმინდა არ არის, მამაო, სიკვდილი სიბინძურეა.
- სიკვდილს გააჩნია..
- იქნებ მოყვასისთვის სიკვდილია ვარდივით სურნელოვანი? ჰა, მამაო? გიყვარდეს მოყვასი შენიო.. ასე არ არის?
- მოყვასისთვის სიკვდილი ყველას როდი შეუძლია, ყველას თავისი სატკივარი კლავს.
- ყველას არ შეუძლიაო.. მართალი ბრძანებაა. ნოემაც ვერ შესძლო მოყვასისთვის სიკვდილი და მოყვასთან ერთად დაღუპვას ისევ მოყვასის ღალატი ამჯობინა. ას ეარ არის? განა ას ეარ სწერია ბიბლიაში? ნოეზე დიდი მოღაკლატე კაცობრიობას არ ახსოვს. იუვდა ვინ მიგდია. ნოემ ადამის მოდგმა გაწირა. იმის მაგივრად, გაეფრთხილებინა, არიქა, ვისაც როგორ შეგიძლიათ, გადაირჩინეთ თავიო, იჯდა და კიდობანს აკოწიწ
მე არა მჭირდება სიტყვებით თამაში, უშენოდ სამყარო ნამცეცის ტოლია, ღამე კვლავ ჩაიწვა ფიქრების ღადარში, გარეთ კი ქარი, წვიმა და თოვლია. ოცნება შენს გარდა არავის არ იცნობს, თუ ვინმე მიშველის, ეს მხოლოდ ღმერთია, თვითონაც არ ვიცი, საიდან დავიწყო, მიყვარხარ? – ო, არა, ეს უფრო მეტია.
ერთხელ ხომ მაინც ვიყავით ერთად, ერთხელ ხომ მაინც ნაზად გაკოცე, ერთხელ ხომ მაინც სინაზე ფერთა, … ამ ჩემს მკლავებში გადაგაცოცე. ერთხელ ხომ მაინც გინდოდა გეთქვა, ერთხელ ხომ მაინც გითქვამს ვნებიანს, რომ მე ვარ შენი სიცოცხლის ფეთქვა, რომ ასე არვინ არ გყვარებია. ერთხელ ხომ მაინც ვილაშქრეთ ცაზე, ხარკი დავადეთ მთაწმინდის მთვარეს, და არ ვფიქრობდით ჩვენ მაშინ სხვაზე, ერთხელ ერთურთი ჩვენც შევიყვარეთ. და სწორედ მაშინ, ო, სწორედ მაშინ რა ტკბილი იყო წუთები მწველი, ვნებებისა და გრძნობების ქარში ჩვენ რომ ჩავჭიდეთ ერთმანეთს ხელი. დილით სხივები ცამ რომ შეკონა, ჩემს ოცნებებში კვლავაც შენა ხარ, ეს ყველაფერი ცხადი მეგონა და თურმე წუხელ სიზმრად მენახა.