ერთ სოფელში ცხოვრობდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ფეთქებადი და თავშეუკავებელი ხასიათით იყო ცნობილი.
ერთ დღეს მამამ დაიბარა, მისცა ლურსმნებით სავსე ტომარა და უთხრა რომ ყოველდღე რამდენიც მრისხანებას ვერ მოთოკავდა იმდენი ლურსმანი დაეჭედა ღობეზე.
პირველ დღეს ღობეს რამდენიმე ათეული ლურსმანი მიემატა.
მომდევნო კვირის განმავლობაში ყმაწვილმა ისწავლა თავის მოთოკვა და შესაბამისად ყოველდღიურად მცირდებოდა ახალი ლურსმნების რაოდენობა. ერთხელაც დადგა ისეთი დღე როდესაც ახალგაზრდა სრულიად მშვიდ
ი და აუღელვებული იყო .
გახარებული მამასთან მივიდა და მოახსენა ეს ამბავი. კმაყოფილმა მამამ ახალი დავალება მისცა ,რამდენი დღეც შესძლებ მრისხანება აკონტროლო იმდენი ლურსმნის ამოღება შეგიძლია ღობიდანო. გავიდა დრო და დადგა ისეთ
ფროიდის ნათქვამი 27 გენიალური ფრაზა1) ჩვენ შემთხვევით არ ვირჩევთ ერთმანეთს… ვხვდებით მხოლოდ მათ, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში.2) სამწუხაროდ ჩახშობილი ემოციები არ ქრებიან. მართალია მათ აიძულეს გაჩუმება, მაგრამ ისინი შიგნიდან განაგრძობენ გავლენის მოხდენას ადამიანზე.3) სამყაროს შექმნისას გეგმებში არ შედიოდა ადამიანის გაბედნიერება.4) ჩვენ მოვდივართ ამ სამყაროში მარტო და მარტო ვტოვებთ მას.5) ბევრი ქალის მოყვარული იცნობს ქალებს, ერთის მოყვარული იცნობს სიყვარულს.6) რაც უფრო უმწიკლოა ადამიანი გარეგნულად, მით მეტი დემონი ჰყავს მას შიგნით.7) ძალების და თავდაჯერებულობის ძიება გარეთ უშედეგოა, ისინი უნდა ეძიოთ იქ, სადაც ყოველთვის იყვნენ – თქვენში.8) სინამდვილეში ადამიანების უმრავლესობას არ სურთ
ერთხელ ოსტატთან ახალგაზრდა კაცი მივიდა და უთხრა:– თავს ისეთ საცოდავ არარაობად ვგრძნობ, ცხოვრება აღარ მინდა. ყველა ამბობს, რომ ხელმოცარული იდიოტი ვარ. ძალიან გთხოვ, დამეხმარე.– მაპატიე, მაგრამ დაკავებული ვარ. ერთი სასწრაფო საქმე მაქვს მოსაგვარებელი , – უპასუხა ოსტატმა, – თუმცა შენ თუ ამ საქმეში ხელს წამიკრავ, მეც შევეცდები შენს დახმარებას.– სიამოვნებით, – უპასუხა ახალგაზრდამ.ოსტატმა თითიდან ძალიან ლამაზ თვლიანი ბეჭედი წაიძრო და მას მისცა. ცხენზე შეჯექი, ეს ბეჭედი წაიღე და სასწრაფოდ გამიყიდეო, დაავალა. ეცადე რაც შეიძლება ძვირი აიღო და ოქროს მონეტაზე ნაკლებს არ დასჯერდე არავითარ შემთხვევაშიო, თან დაარიგა. ახალგაზრდამ ბეჭედი აიღო და წავიდა.ბაზრობაზე დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ მის ბეჭედს, თუმც