Предыдущая публикация
სიყვარულს არ უყვარს სიჩუმე მერწმუნე,
დრო გადის ძალიან, ძალიან მალე და
დანაკარგს ის უკან არასდროს აბრუნებს...
თუ გიყვარს გამოთქვი, იყვირე ხმამაღლა,
ისე რომ უძრავ მთებს აემღვრეს გრძნობები,
ღმერთს უთხარ მადლობა ყოველ წუთს, ყოველ წამს,
და სიყვარულისთვის დაანთე სანთლები...
გული არ ატკინო შენ რჩეულს იცოდე,
ყოველთვის "მიყვარხარ" ჩურჩულით უთხარი
თვალებში უყურე და მაშინ მიხვდები,
მის გვერდით შენ რომ ხარ ღმერთივით უკვდავი...
/უბრალოდ არავინ/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев