ზოგჯერ ძალიან ცივი ვარზოგჯერ ისე მეშლება ნერვები მეც მიკვირს :)) ზოგჯერ მომაძახებენ"რა გჭირს"
"შეიცვალე"
"რა გემართება"
და მიზეზს არავინ კითხულობსყველა ჩაფლულია საკუთარ პრობლემებში და ავიწყდებათ სხვა
ბოლოს როდესაც ცარიელდება ... ფასი ეკარგება ყველაფერს მაშინ გკითხავენ " რა მოხდა"? დ ამ დროს აზრი არ აქვს, რადგან შენ ახსნის თავი არ გაქვს და უბრალოდ თავს ანებებ ..
მარტო ხარ სანამ არ გაერკვევი ყველაფერში და ბრუნდები ... ბრუნდები შეცვლილიიმდენად შეცვლილი რომ რწმენა გაქვს , თუმცა მაინც ამბობ რომ არ გჯერა...
ერთ დღეს ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ შემესწავლა ყველა კუთხის, ყველა კატეგორიის ხალხი, ბევრს შევხვედრილვარ, ბევრი ადამიანის ამოცნობაში თვეებიც გამიტარებია, ადრე მეგონა, რომ ადამიანები “მიწას” გვანდნენ, მიწას რომელზეც ფეხი არავის დაუდგამს, და არც არავინ იცოდა მაგ მიწის შესახებ გალაქტიკაში, ან ოკეანეს, რომლის ფსკერზეც ვერავინ ჩავიდოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ვხვდებოდი, რომ ვცდებოდი, ბოლოს მივხვდი, რომ არც “მიწას” და არც “ოკეანეს” არ გვანდნენ, მივედი დასკვნამდე, რომ თეატრის, ყველანი თეატრის მსახიობები იყვნენ, ყველას შეისწავლიდი თუ მათ სპექტაკლში მოირგებდი როლს, რამდენიმე ადამიანს ევერესტსაც ვამსგავსებდი, რადგან უდიდესი როლი ეკავათ თავიანთ სფეროში, ისინი იყვნენ მსახიობებიც, რეჟისორები
წარმოიდგინე რომ ჩემი ჩანახატები ვინმე კარგ რეჟისორს რომ ჩაუვარდეს ხელში რა შესანიშნავ დრამატულ ფილმს გადაიღებდა ჩვენზე, თუნდაც "სტივენ სპილბერგს" ის ხომ შესანიშნავი რეჟისორია, მის ფილმებს რეკორდულად მაღალი ფინანსები აქვს და ამასთანავე ის სამჯერ გახდა ოსკარის პატრონი, რა შანსს უშვებს ხელიდან რომ იცოდესს, ან იქნებ საერთოდაც ჩვენ უკვე "მისი" პერსონაჟები ვართ, იქნებ მან უკვე შეგვქმნა და გვაკვირდება, რომ რეალობასთან რეალურად იყოს დაკავშირებული ფილმი, იქნებ შენნს სცენარშია რომ ვერ უნდა მამჩნევდე და სინამდვილეში გადასაღები მოედნის გარეთ ჩვენნ კარგი მეგობრები ვართ, რა არ შეიძლება? ან რა თქმა უნდა როგორ შეიძლება, უბრალოდ იქნებ თავს ვიმხნევებ ამაზე ფიქრით, იქნებ შენნც მამჩნევ, იქნებ შენც როცა ქუჩაში